ka | en
Company Slogan TODO

მდინარე რიონის წყალსამეურნეო გამოყენება და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური პრობლემები

ავტორი: ირაკლი არსენიძე
საკვანძო სიტყვები: მყარი ნატანი, წყალსამეურნეო კომპლექსი, ანტროპოგენური ზეგავლენა
ანოტაცია:

თანამედროვე ცივილიზაციის არსებობისათვის აუცილებელია წყლის ობიექტების ინტენსიური გამოყენება რისთვისაც განუზომლად იზრდება ჰიდროლოგიურ ობიექტებზე ანთროპოგენური ზეგავლენის ფორმები და მასშატბები. რიონი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამდინარო არტერიაა, მის აუზში განლაგებულია მრავალი წყალსაცავი. მდინარის გამოყენება ხდება ენერგეტიკის, ირიგაციის, მოსახლეობის წყალმომარაგების საჭიროებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად აუცილებელი ტექნოლოგიური ციკლისათვის. მდინარე რიონის წყლის რესურსების მდგომარეობაზე, რეჟიმზე და ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარეზე აშენებულია მრავალი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის ექსპლუატაციის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მდინარის ჩამონადენი, როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია მდინარის მყარი ნატანის რაოდენობის შემცირება, რაც ძირითადად განპირობებულია მდინარის წყალსამეურნეო გამოყენებით. განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა მდინარის წყლის რესურსები, წყალსაცავები და მასზე შექმნილი ჰიდროელექტრო სადგურების ექსპლუატაციის საკითხები, წყალსამეურნეო ბალანსები, გაშუქებულa მყარი ნატანის ტრანსპორტირების თავისებურებანი და მათი ურთიერთობა შავ ზღვასთან, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ასევე მდინარის ჩამონადენის ცვალებადობას და მასზე უმნიშვნელოვანესი გამაჭუჭყიანებლი მდინარე ყვირილის ზეგავლნას. აღნიშნული საკითხების კვლევა მიმდინარეობს სადღეისო პრობლემების გათვალისწინებით.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია [ka]
მდინარე რიონის წყალსამეურნეო გამოყენება და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური პრობლემები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com