ka | en
Company Slogan TODO

ბრტყელი და დაბეჭდილი ანტენების გამოკვლევა და ოპტიმიზაცია

ავტორი: თამარ მახარაშვილი
საკვანძო სიტყვები: მიკროფენიანი დაბეჭდილი ანტენა, მართკუთხა ბრტყელი ანტენა, U ფორმის ჭრილიანი ორზოლოვანი და სამზოლოვანი ანტენა, ლოგო პერიოდული დაფენილი ანტენა, აკრძალული სიხშირეების დამატება.
ანოტაცია:

ანტენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება რადიოტალღურ სისტემებში სიგნალების გადაცემისა და მიღებისათვის. ანტენის არასწორი დაგეგმარების შემთხვევაში, არ მოხდება გადამცემი მოწყობილობის მიერ შექმნილი სიგნალის გადაცემა და შესაბამისად, სიგნალის მიღება მიმღებ ხელსაწყოზე. ანტენების კონსტრუირება არის თანამედროვე ტექნოლოგიის აქტუალური სფერო. მაღალსიხშირულ დიაპაზონში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ანტენის დიზაინი არის მიკროფენიანი დაბეჭდილი ანტენა (microstip patch antenna). ამ ნამუშევარში შესწავლილია ორი - ლოგოპერიოდული და მართკუთხა, მიკროფენიანი ანტენა. მართკუთხა ბრტყელი ანტენის შემთხვევაში განხილულია სამი მოდელი: ფართოზოლოვანი, U ფორმის ჭრილიანი ორზოლოვანი და ორი U ფორმის ჭრილის მქონე სამზოლოვანი დაფენილი ანტენები. მართკუთხა ბრტყელი ანტენის ფირფიტაში U ფორმის ამოჭრით გატარების ზოლში ანტენას უჩნდება აკრძალული სიხშირეები, რაც დაკავშირებულია U ფორმის ჭრილის რეზონანსთან. თითოეული ანტენისათვის კომპიუტერული გამოთვლებით მიღებული არეკვლის კოეფიციენტი შედარებულია გაზომვებთან. ანტენის წინაღობის სიხშირეზე დამოკიდებულების გრაფიკისა და დენის განაწილებაზე დაყრდნობით, გაკეთებულია დასკვნები და ხაზგასმულია U ფორმის ჭრილის მნიშვნელობა და ფუნქცია. AARONIA AG HyperLOG 60100 ლოგო პერიოდული დაფენილი ანტენისათვის კომპიუტერული გამოთვლის შედეგად შესწავლილია სიგანეში შემცირების მიდგომა. ამ მეთოდის მიხედვით დიპოლები დახრილია α კუთხით ანტენის მთავარი ღერძის მიმართ. ჩატარებულია კომპიუტერული სიმულაცია ორი შემთხვევისათვის, როცა α = 30°, 45°. ნაჩვენებია, რომ ანტენის პარამეტრები: არეკვლის კოეფიციენტი, შესავალი წინაღობა და მიმართულობა მნიშვნელოვნად არ იცვლება, სამაგიეროდ მიიღწევა ანტენის სიგანეში საგრძნობლად (22 %-ით) შემცირება. კვლევა ასევე მოიცავს ლოგოპერიოდული დაფენილი ანტენის გატარების ზოლში (3.1GHz - 11GHz) გარკვეული აკრძალული სიხშირეების დამატებას, გაფილტვრას. ეს განხორციელებულია U ფორმის ჭრილის დამატებით ანტენის მთავარ ღერძში. შესწავლილია მდგარი ტალღის კოეფიციენტის (VSWR) ფორმის დამოკიდებულება U ფორმის ჭრილის ადგილმდებარეობაზე. ნაშრომში გაკეთებული ყველა კომპიუტერული გამოთვლა განხორციელებულია ელექტრომაგნიტური სიმულაციის პროგრამულ უზრუნველყოფა EMCoS Antenna VLab-სა და EMCoS MTEC VLab-ის საშუალებით. ნაშრომი ხაზს უსვამს კომპიუტერული სიმულაციის მნიშვნელობას ანტენის დაგეგმარებასა და ოპტიმიზაციაში. ეს არის ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალება სასურველი ანტენის პარამეტრების წინასწარი შერჩევისა. სიმულაცია გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სასურველი პარამეტრების მქონე ანტენა ოპტიმალური გეომეტრიით - შემდგომი წარმოებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია: ბრტყელი და დაბეჭდილი ანტენების გამოკვლევა და ოპტიმიზაცია [ka]
ნაშრომი: ბრტყელი და დაბეჭდილი ანტენების გამოკვლევა და ოპტიმიზაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com