ka | en
Company Slogan TODO

ბოლნისის მადნიანი რაიონის "იმედის" უბნის გეოლოგია

ავტორი: giorgi zurabashvili
ანოტაცია:

ანოტაცია წარმოდგენილ სადიპლომო ნაშრომში განხილულია ბოლნისის რაიონის გეოლოგია, საუბარია მის მდებარეობაზე და ასევე მადანგამოვლინებებზე. ბოლნისის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპილენძ-პოლიმეტალური მადანგამოვლინებაა „იმედის“ უბანზე, რომელიც მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობისათვის ერთ-ერთი მთავარი და უნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი ბუნებრივი წიაღისეულია, ამრიგად ნაშრომი საკმაოდ აქტუალურია რადგანაც ოქროსთანაა დაკავშირებული და ოქროს მეტად ძვირფას ლითონს წარმოადგენს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტს სახელმწიფოსთვის. საქართველო ამ მხირვ ძალზედ საინტერესო და რთულ რეგიონში მდებარეობს, მას აქვს მეტად რთული გეოლოგიური აგებულება, რაც განაპირობებს მადანფორმირების მრავალფეროვნებას. საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბადოები, თუმცა მათი აღმოჩენის პერსპექტივები რეალურია და მიმდინარეოს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოები. ამ მხრივ მეტად საინტერესოა ბოლნისის რაიონი, სადაც გამოვლენილია ოქროს საკმაოდ დიდი საბადოები და მადანგამოვლინებები. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ბოლნისის ტერიტორიაზე, და კეძოდ საკვლევ უბანში, გავრცელებულია ზედა ცარცული ნალექები, რომელიც წარმოდგენილია ტანძიის (ანდეზიტ-ბაზალტური) და მაშავერას (დაციტ-რიოლითური) წყებებით. ნაშრომში ასევე განხილულია ბოლნისის რაიონის გეოლოგიური, გეოტექტონიკური მდებარეობა რადგან უშუალო წარმოდგენა იყოს „იმედის“ უბანზე, ასევე განხილულია იმედის უბნის მდებარეობა, გეოლოგია, გეოტექტონიკური მდებარეობა და ტექტონიკა, ასევე არის განხილული საბადოს აგებულებაში მონაწილე ვულკანოგენ-დანალექი ლითოსტრატიგრაფიული ერთეულები: ტანძიის და გასანდამის წყებები. განხილულია ამ წყებების როგორც მაკროსკოპიული ასევე მიკროსკოპიული დახასიათება. განხილულია წყებების ბიოსტრატიგრაფია, რომლის კვლევის ობიექტს წარმოადგენს ნანოპლანქტონი. ასევე გაკეთებულია დასკვნები და რეკომენდაციები.


მიმაგრებული ფაილები:

ბოლნისის მადნიანი რაიონის "იმედის" უბნის გეოლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com