ავტორიზაცია
ულტრა-ფართოზოლოვანი ანტენების შესწავლა FVTD/DGTD მეთოდებით
ავტორი: diana eremianiსაკვანძო სიტყვები: ულტრა-ფართოზოლოვანი ანტენები, FVTD DGTD მეთოდები, მოდელირება, გაზომვები
ანოტაცია:
როგორც ცნობილია თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია მრავალი სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, როგორიცაა მაგალითად რადიო და სატელევიზიო მიმღებები, GPS ნავიგაცია, მობილური კავშირგაბმულობა, დისტანციური მართვა და ა.შ. ყოველი მათგანის ფუნქციონირებისათვის საჭიროა განსხვავებული ანტენა, რაც ზრდის ანტენების რაოდენობას და ართულებს მათ ერგონომიულ ინტეგრირებას, ისედაც გადატვირთულ თანამედროვე ავტომობილში. ამიტომ აქტუალურია ულტრა-ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავება, რათა მინიმუმამდე დაყვანილი იქნას ანტენების რაოდენობა და ეფექტურობა. მაღალ-სიხშირული სერვისების ინტეგრაცია თანამედროვე ავტომობილში მოითხოვს ანტენებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან ახლოს არიან განთავსებულნი. მაგალითად, ავტომობილის სახურავზე განლაგებული ანტენები, რომლებიც წარმოადგენენ ერთ სისტემას და მუშაობენ სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში შემდეგი სერვისებისთვის: მობილური კავშირგაბმულობის გლობალური სისტემა (GSM), მობილური კავშირგაბმულობის უნივერსალური სისტემა (UMTS), გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS) და სატელიტური ციფრული რადიო სერვისი (SDARS). ტიპიური ავტომობილის სახურავზე განლაგებული ანტენების სისტემა შეიცავს ულტრა-ფართოზოლოვანი მონოპოლურ ანტენებს მობილური კავშირგაბმულობისთვის. ულტრა-ფართოზოლოვან მონოპოლურ ანტენას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გეომეტრიული ფორმა. სადიპლომო ნაშრომში განხილულია ბრტყელი მონოპოლური UWB ანტენები. დღეისათვის არსებობს უამრავი რიცხვითი მეთოდი ანტენების მოდელირებისათვის. სამაგისტრო ნაშრომში მაღალი სიხშირეების ანტენების ანალიზისთვის განხილულია FVTD – Finite Volume Time Domain და DGTD – Discontinuous Galerkin Time Domain მეთოდების გამოყენობადობის შემოწმება. ამ მეთოდების შესამოწმებლად გამოყენებული იყო გაზომვების და სხვა მეთოდებით (MoM - Method of Moments, FEM – Finite Element Method, FDTD – Finite Difference Time Domain method) მიღებული შედეგები. სადიპლომო ნაშრომის მიზანია FVTD და DGTD მეთოდების გამოყენობადობის შემოწმება მაღალ-სიხშირული ანტენების მოდელირებისათვის. სამაგისტრო ნაშრომში ასახულია და გადაწყვეტილია შემდეგი ამოცანები: • ბრტყელი მონოპოლური UWB ანტენების, GPS და SDARS patch ანტენების ექსპერემენტალური დანადგარების მომზადება და გაზომვების ჩატარება EMCoS-ის ლაბორატორიაში • FVTD/DGTD მეთოდების გამოყენობადობის შესამოწმებლად ანტენების მოდელების აგება და სიმულაცია სხვადასხვა პროგრამული პაკეტების მეშვეობით (EMCoS MTEC VLab, EMC Studio, ANSYS HFSS, CST Studio Suite) • მიღებული შედეგების შედარება გაზომვების შედეგად მიღებულ მონაცემებთან • გამოთვლების სისწრაფის შედარება განხილული მეთოდებისათვის • დასკვნის გამოტანა ჩატარებული კვლევების საფუძველზე
მიმაგრებული ფაილები:
Presentation: Study of Ultra-Wideband Antennas with FVTD/DGTD Methods [en]Work: Study of Ultra-Wideband Antennas with FVTD/DGTD Methods [en]