ავტორიზაცია
აგრეგირების OWA–ს ტიპის ოპერატორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის არქიტექტურა და ინჟინერია
ავტორი: არჩილ ვარშანიძეთანაავტორები: თებრონე ვარშანიძე, ნათია გადელია, ნიკოლოზ გოჩიაშვილი
საკვანძო სიტყვები: IDSS, OWA
ანოტაცია:
სადიპლომო ნასრომში წარმოდგენილია საექსპერტო ცოდნის აგრეგირებისა და გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის რეალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორებზე. განიხილება შემთხვევა, როდესაც სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. ცოდნის ინჟინერიის რეალიზაციის ალგორითმებად გამოყენებულია ცნობილი სპეციალისტების - რ.იაგერის, მ. მეიჟიოს და სხვათა კვლევები. ნაშრომი 2 ძირითადი მიმართულებით შეიძლება იქნეს განხილული : 1. ცოდნის ინჟინერიის მიდგომებში საექსპერტო მონაცემების კონდენსირების ა.კაუფმანის ექსპერტონების მეთოდის პროგრამული რეალიზაცია. მისი გამოყენება მრავალექსპერტული და მრავალკრიტერიალური გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალურ სისტემაში. 2. OWA-ს ტიპის ოპერატორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის არქიტექტურისა და დიზაინის უზრუნველყოფა, სამომხმარებლო გარემოს შექმნა.
მიმაგრებული ფაილები:
არჩილ ვარშანიძე - სამაგისტრო ნაშრომი [ka]