ავტორიზაცია
მდინარე თერგის აუზის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე და გამყინვარების ევოლუცია გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში
ავტორი: ლევან ტიელიძესაკვანძო სიტყვები: მყინვარების დინამიკა, კლიმატის ცვლილება
ანოტაცია:
კვლევის ფარგლებში მოხდება მდ. თერგის აუზის ციფრული მოდელის შექმნა გოეინფორმაციულ სისიტემებში. აქ იგულისხმება, როგორც მისი სხვადსხვა მასშტაბის რელიეფის მოდელების შექმნა, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული, გეომორფოლოგიური და გლაცილოგიური ობიექტისა თუ მოვლენის აგეგმვა GPS-ით და მისი ციფრულ მოდელზე დატანა. ასევე მიღებული რელიეფის მოდელის დახმარებით დადგინდება მყინვარების უკანდავევის მასშტაბები გვიან პლეისტოცენიდან დღემდე, ძველი მორენების გავრცელების არეალები. მოხდება უკანასკნელი სტადიალური გამყინვარების მასშტაბების აღდგენა და ამ ასაკის მორენების აგეგმვა და მათი გავრცელების არეალების ციფრულ მოდელზე დატანა. შესაბამისად დაზუსტდება ამ პერიოდიდან მყინვარების უკანდახევის მაჩვენებელი, როგორც სიგრძეში, ასევე ფართობში. კვლევის ფარგლებში მოხდება 1950-ანი წლებიდან დღემდე არსებული და ხელმისაწვდომი აეროკოსმოსური და აეროფოტოსურათების დეშიფრირება და ამით უფრო დეტალურად დაზუსტდება გამყინვარების დინამიკა უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში. როგორც ავღიშნე შეიქმნება მდინარე თერგის აუზის რელიეფის ციფრული მოდელი, მყინვარების მონაცემთა ბაზა (სამოდელო) სხვადასხვა წლებისათვის 1810 წლიდან (უკანასკნელი სტადიალური გამყინვარება) დღემდე - GIS პროგრამებში, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული თუ გეომორფოლოგიური ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც შესაძლებელია შემდეგში საფუძველი გახდეს მთელი საქართველოს სვადასხვა მდინარეთა აუზების გეომონაცემთა ბაზის შედგენისა. მიღებული შედეგები განთავსდება ინტერნეტში, თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მყინვარებთან და სხვა გეოგრაფიულ ელემენტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის, ასევე რუკების გადმოწერა, შესაბამის ფორმატებში. კვლევის შესრულების პროცესში მოხდება უცხოელ კოლეგებთან დაკავშირება და სამუშაო შეხვედრები (რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება) და მათი დაინტერესება საქართველოში მიმდინარე ამგვარი კვლევებით. მოხდება ველზე მოპოვებული მონაცემთა გაცვლა მსოფლიოს სხვადასხვა გლაციოლოგიური პროფილის სამეცნიერო ცენტრებთან. კვლევების განხორციელების რეალურ საშუალებას მაძლევს ბოლო პერიოდში (2004-2012 წწ.) მაღალმთიან ზონებში (ცალკეულ მყინვარებზე) ჩატარებული ექსპედიციების შედეგად მიღებული გამოცდილება, აგრეთვე თანამედროვე საველე თუ კამერალური ტექნოლოგიების ცოდნა.