ka | en
Company Slogan TODO

ბაზალტი - მომავლის ტექნოლოგია

ავტორი: ელიზავეტა ცხაკაია
საკვანძო სიტყვები: ბაზალტი. ბოჭკო, კომპოზიციური მასალები
ანოტაცია:

კაცობრიობა მრავალი ასეული წლის განმავლობაში მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს და მათ ბაზაზე ქმნის ახალ მასალებს. ამიტომაც დროთა განმავლობაში ილევა ტრადიციულად გამოყენებადი ნედლეულის მარაგი და სწრაფად იზრდება მისი მოპოვების ფასი. აქედან გამომდინარე, დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი კომპოზიციური მასალების შექმნას, რომელიც ტრადიციულ მასალებს შეცვლის. მასალათა დიდი სპექტრიდან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია საქართველოში არსებული მაღალი ხარისხის ბაზალტის საბადოებიდან ბაზალტისა და მის ბაზაზე სხვადასხვა კომპოზიციური მასალის წარმოება. ქართული ბაზალტების მაღალი ხარისხი კი ძალზე მნიშვნელოვანია ბაზალტის ბოჭკოს წარმოებისას, რადგან ნედლეული არ საჭიროებს არანაირ ქიმიურ დანამატს. ეს კი, ერთის მხრივ, საგრძნობლად აიაფებს ბაზალტის ბოჭკოს ღირებულებას და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს პროდუქციის ეკოლოგიურ სისუფთავეს. გარკვეული პერიოდის მანძილზე საუბარი იყო მხოლოდ ბაზალტის ტრადიციული გამოყენების სფეროებზე - მშენებლობასა და მრეწველობაში, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა ამ უნიკალური მასალის გამოყენების სპექტრი გააფართოვა. დღეისათვის ყველაზე პერსპექტიულია ბაზალტის უწყვეტი ბოჭკო და მასალები მის ბაზაზე, რადგან ისინი ხასიათდებიან რიგი მნიშვნელოვანი და სასარგებლო საექსპლუატაციო თვისებებით.


მიმაგრებული ფაილები:

Basalt - future technology [en]
ბაზალტი - მომავლის ტექნოლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com