ავტორიზაცია
ჭიათურის რაიონის ბუნებათსარგებლობითი და გარემოსდაცვითი პრობლემები
ავტორი: ბერიკა ბერიძესაკვანძო სიტყვები: სამთა–მადნო რეგიონი, ლანდშაფტი, ბუნებრივი გარემო, ეკოლოგიური მდგომარეობა, ბუნებათსარგებლობა
ანოტაცია:
ადამიანი და ბუნება დასაბამიდან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. საზოგადოებისათვის ბუნება წარმოადგენს არამარტო საარსებო გარემოს, არამედ არსებობისათვის აუცილებელი რესურსების წყაროსაც. ბუნება და მისი ბუნებრივი რესურსები ეს არის ბაზა, რომელშიაც ცხოვრობს და ვითარდება ადამიანთა საზოგადოება. ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი და ცოცხალი არსება თავის მხრივ, საგრძნობ გავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე, მაგრამ ეს გავლენა შეუდარებელია იმ ზემოქმედებასთან, რომელსაც ის ახორციელებს ბუნებაზე თავისი სამეურნეო მოღვაწეობით. საქართველოს ეკოლოგიურად ერთ–ერთი მწვავე რეგიონია ჭიათურის სამთა–მადნო რაიონი, რომელიც მდებარეობს ზემო იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ხეობაში, მდინარეების ყვირილასა და ძირულას შეერთების ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ–ზე, მადნის შემცველი ქანების მიერ ორად გაყოფილ კანიონისებურ ხეობაში. ნაშრომი შედგება ოთხი ძირითადი თავისაგან, სადაც განხილული და შეფასებულ იქნა ჭიათურის რაიონის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა და პრობლემები. ასევე მოცემულია სათანადო რეკომენდაციები არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ასევე სამაგისტრო ნაშრომს თან ერთვის ცხრილები, გრაფიკები, ფოტო–სურათები და გამოყენებული ლიტერატურის სია.
მიმაგრებული ფაილები:
ჭიათურის რაიონის ბუნებათსარგებლობითი და გარემოსდაცვითი პრობლემები [ka]ჭიათურის რაიონის ბუნებათსარგებლობითი და გარემოსდაცვითი პრობლემები [ka]