ka | en
Company Slogan TODO

იმერეთის რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ზოგიერთი ასპექტი

ავტორი: ბექარი წიგნაძე
საკვანძო სიტყვები: ანთროპოგენულ–ლანდშაფტური ანალიზი;3) რაციონალური ბუნებათსარგებლობა
ანოტაცია:

იმერეთის ლანდშაფტური–ეკოლოგიური ანალიზი და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გამოვლენა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემაზე ზრუნვა მისი შენარჩუნების და მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა უფრო რთული და ფართო პრობლემის–ქვეყნის ეკონომიკისა და ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი პირობების შემადგენელ ნაწილად იქცა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლანდშაფტურ–ეკოლოგიური ანალიზი და რაციონალური ბუნებათსარგებლობის საკითხების კვლევის აქტუალობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკურ–გეოგრაფიული მხარის , იმერეთის, როგორც კვლევის ობიქტის ლანდშაფტურ–ეკოლოგიური და რაციონალური ბუნებათსარგებლობის საკითხების დამუშავება რეგიონულ დონეზე, კერძომეცნიერულ ღირებულებასთან ერთად დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. საკითხების ამ კუთხით დამუშავების აქტუალობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კვლევის მიზანი და ამოცანები. 1) გეოკომპლექსების ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და ბუნების დაცვა–აღდგენის მიზნით; 2) სამიწათქმედო ტერიტორიის რელიეფის დახრილობის ანთროპოგენულ–ლანდშაფტური ანალიზი; 3) რაციონალური ბუნებათსარგებლობის აქტუალური საკითხების ანალიზი. ნაშრომში დაცვის ძირითად საგანს წარმოადგენს იმერეთის ლანდშაფტურ–ეკოლოგიური ანალიზი, ტერიტორიის ეკოლოგიური ზონირების პრინციპების და მეთოდების დამუშავება, აგრეთვე რაციონალური ბუნებათსარგებლობის კონცეპტუალური მოდელის შექმნა.


მიმაგრებული ფაილები:

იმერეთის რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ზოგიერთი ასპექტი [ka]
იმერეთის ლანდშაფტური–ეკოლოგიური ანალიზი და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com