ka | en
Company Slogan TODO

C ჰეპატიტის მოლეკულური მექანიზმები და მკურნალობის მეთოდები

ავტორი: გიორგი ბურჯანაძე
თანაავტორები: გიორგი ბურჯანაძე
საკვანძო სიტყვები: С ჰეპატიტი, ინფექციური დაავადებები
ანოტაცია:

С ჰეპატიტი მთელ მსოფლიოში გავრცელებული ღვიძლის კონტაგიოზური დაავადებაა, რომელსაც იწვევს С ჰეპატიტის ვირუსით (HCV) ინფიცირება. С ჰეპატიტის ვირუსი - HCV - მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებული ვირუსების რიცხვს, რომელიც აზიანებს ღვიძლს. С ჰეპატიტის ვირუსით ყოველწლიურად ინფიცირდება 3-4 მლნ ადამიანი. პირველადი დაინფიცირების შემდეგ ადამიანების 80%-ს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები. ყოველწლიურად ავადობის მაჩვენებელი იზრდება, რასაც ძირითადად უკავშირებენ ნარკომანიის ზრდას: С ჰეპატიტით დაავადებული ახალგაზრდების 38-40% ინფიცირებულია ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შედეგად. დაახლოებით 130-170 მლნ ადამიანი ამ ვირუსით ქრონიკულადაა ინფიცირებული და იმყოფება ღვიძლის ციროზისა და/ან კიბოს განვითარების რისკის ქვეშ. სტატისტიკის მიხედვით, ქრონიკულად ინფიცირებული ადამიანების 60-70%-ს უვითარდება ღვიძლის ქრონიკული დაავადება, 5-20%-ს – ციროზი. ამ ადამიანთა 1-5% იღუპება ღვიძლის ციროზის ან კიბოს გამო. С ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად ~350.000 ადამიანი იღუპება. ქრონიკული С ჰეპატიტი ლიდერია იმ მიზეზებს შორის, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის გადანერგვას. ქრონიკული ინფექციის მიხედვით მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება ეგვიპტე (22%), პაკისტანი (4,8%) და ჩინეთი (3,2%). დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს! საქართველოში ექსპერტების გათვლებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7% შეადგენს



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com