ka | en
Company Slogan TODO

წამლის გადამტანი ნანონაწილაკების და მათი დნმ-თან კომპლექსების სტაბილობის შესწავლა სხვადასხვა გარემო პირობების თანაობისას

ავტორი: ეკა შეყილაძე
საკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, დენდრიმერი
ანოტაცია:

კალორიმეტრული მეთოდის გამოყენებით გამოვიკვლეულ იქნა დიპალმიტოილფოსფატიდილ ქოლინისაგან (L-α-Phosphatidylcholine, Dipalmitoyl-DPPC)) დამზადებული ლიპოსომების თერმოდინამიკური პარამეტრები ქოლესტეროლის თანაობისას. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა 200ნმ და 450 ნმ-იანი ლოპოსომები, რადგან უჯრედში 500 ნმ-ზე მეტი ზომის ნანონაწილაკები ვერ აღწევენ. კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც 200 ნმ-იანი, ისე 450 ნმ-იანი DPPC+ქოლესტეროლი გაცხელებისას განიცდის ფაზურ გადასვლას 41°C ტემპერატურაზე და მათი კალორიმეტრული მრუდები ემთხვევა ერთმანეთს, ანუ მათ გააჩნიათ ერთნაირი სტაბილობა და მოწესრიგებულობა. დადგენილ იქნა, რომ მაღალ ტემპერატურებზე ლიპოსომების სტრუქტურული მთლიანობა არ ირღვევა და ის მთლიანად აღიდგენს სტრუქტურას ხელმეორედ გაცხელებისას. შესწავლილი იქნა PAMAM G4 დენდრიმერის და მისი ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულასთან ურთიერთქმედების თერმოდინამიკური თვისებები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დნმ-ის მოლეკულა წარმოქმნის კომპლექსს დენდრიმერთან. კომპლექსის წარმოქმნაზე მიუთითებს მიკროკალორიმეტრული მეთოდით მიღებული ექსპერიმენტები. კერძოდ, ნათლად ჩანს, რომ დენდრიმერის დნმ-თან შერევისას დენდრიმერი უპირატესად უკავშირდება დნმ-ის მოლეკულაში გუანინ-ციტოზინ წყვილების მდიდარ უბნებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com