ka | en
Company Slogan TODO

ფოტომგრძნობიარე ცილა კრიპტოქრომი

ავტორი: ანა ყალიჩავა
ანოტაცია:

ჩიტების მიგრაციის საკითხი დიდი ხანია აქტუალური გახდა მეცნიერთათვის. ისმის კითხვა თუ როგორ პოულობენ ისინი თავიანთ გზას და არჩევენ ორიენტაციებს, ამის შესწავლა არამხოლოდ მეცნიერებმა არამედ მოყვარულმა ორნიტოლოგებმაც დაიწყეს. ჩიტები იყენებენ სხვადასხვა მექანიზმებს საორიენტაციოდ. ერთერთი მექანიზმის პრინციპი დაყრდნობილია დედამიწის გეომაგნიტური ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი ამუშავებენ და იყენებენ მიმართულების განსასაზღვრავად. მზის კომპასი, ეს არის ერთერთი მექანიზმი ,რომელიც მდგომარეობს მზის აზიმუტური პოზიციით დედამიწის მიმართ. ჩიტებს შეუძლიათ ორიენტაცია ცაზე, მაშინაც კი როცა ცა მოწმენდილი არ არის. ეს რათქმაუნდა ნიშნავს, რომ მათ ხედვის გარეშეც შეუძლია მიიღონ საჭირო ინფორმაცია. მეცნიერები ამტკიცებენ , რომ ჩიტები მგრძნობიარენი არიან მაგნიტური ველის მიმართ, ამიტომ ინფორმაციის მიღების ერთერთ წყაროს მაგნიტური ველი წარმოადგენს. ჩიტები იყენებენ მაგნიტური ველის კომპასს. ისინი იმდენად მგრძნობიარენი არიან მაგნიტური ველის მიმართ , რომ მისი მცირეოდენი ცვლილებაც კი შეუძლიათ იგრძნონ. დიდი ხნის კვლევის შედეგად ამ მექანიზმის (მაგნეტორეცეპტორების ) ზუსტი ახსნა შეუძლებელია და ჯერაც არ არის ბოლომდე გაგებული გასული 40 წლის მანძილზე, რამდენიმე ჰიპოთეზა იქნა წარმოდგენილი ამ მექანიზმის ასახსნელად. ამ თემის ძირითადი მიდგომა მდგომარეობს იმაში რომ ეს მექანიმზი აიხსნას ერთერთი ცილის ქრიპტოქრომის არსებობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com