ავტორიზაცია
ბაქტერიის ზრდის სიჩქარის დამოკიდებულება სხვადასხვა ბიოლოგიურ და ფიზიკურ ფაქტორებზე
ავტორი: ელენე ლომაძეთანაავტორები:
საკვანძო სიტყვები: ბაქტერიები, ბაქტერიოფაგი, მიკ
ანოტაცია:
ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნები. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ ბაქტერიის მემბრანაზე ადსორბირდება ასეულობით ფაგური ნაწილაკი, რომლებიც არ ახდენენ ბაქტერიული უჯრედის ინფიცირებას, ვინაიდან ბაქტერიის „იმუნური სისტემა“ იცავს თავს და არ აძლევს ფაგებს საშუალებას მოხდეს ვირუსული დნმ-ის შეჭრა (ეჟექცია) ბაქტერიულ უჯრედში. თუმცა, თუ მოხდა ფაგების დიდი რაოდენობით ადსორბცია მემბრანის რეცეფტორებზე, მაშინ ბაქტერია ვეღარ უწევს წინაამდეგობას ფაგების „შემოტევას“ და ხდება უჯრედის ინფიცირება. ამიტომაც არსებობს ფაგების ე.წ. მინიმალური ინჰიბირების კონცენტრაცია (მიკ), რომლებიც უნდა ადსორბირდეს ბაქტერიის მემბრანაზე, რათა განხორციელდეს ბაქტერიის ინფიცირება. ხოლო ამ რაოდენობაზე ნაკლები ფაგი ვერ იმოქმედებს ბაქტერიის ცხოველქმედებაზე. ბუნებრივია, რომ ბაქტერიის მაინფიცირებელი მინამულური ფაგების რიცხვი (მიკ) დამოკიდებული უნდა იყოს სხვა ფიზიკო, ქიმიურ ბიოლოგიურ ფაქტორებზე. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებას ადასტურებს ტემპერატურის გავლენა ფაგური კოლონიების წარმოქმნის პროცესზე. ნაჩვენებია, რომ ფიზიოლოგიურ 370 ტემპერატურისაგან განსხვავებულ პირობებში იცვლება, როგორც წარმოქმნილი ნეგატიური ფაგური კოლონიების რიცხვი, ასევე მიღებული კოლონიის ზომები. ნაშრომი ცალსახად ადასტურებს ბიოფიზიკურ მიდგომის აუცილებლობას ბაქტერიის და ფაგის ურთიერთქმედების მექანიზმების დაგენას, რათა ინფექციებთან ბაქტერიოფაგებით ბრძოლა გახდეს უფრო ეფექტური.
მიმაგრებული ფაილები:
ბაქტერიის ზრდის სიჩქარის დამოკიდებულება სხვადასხვა ბიოლოგიურ და ფიზიკურ ფაქტორებზე [ka]