ka | en
Company Slogan TODO

ულტრაბგერა და მისი გამოყენება მედიცინაში

ავტორი: ირაკლი მაისურაძე
ანოტაცია:

მთლიანი ორგანიზმის რეაქცია ულტრაბგერის ზემოქმედებაზე საკმაოდ მრავალფეროვანია. ულტრაბგერით გამოწვეული ცვლილებების სიდიდე და ხასიათი ერთი მხრივ დამოკიდებულია ულტრაბგერის სიხშირეზე, მის ინტენსივობასა და ზემოქმედების დროზე, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ობიექტის სტრუქტურულ თავისებურებებზე, მის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე.ზოგადად თუ ვიტყვით, ულტრაბგერა შეიძლება იწვევდეს დამაზიანებელ, დამთრგუნველ და მასტიმულირებელ ზემოქმედებას. 1 ვტ/სმ2-ზე ნაკლები ინტენსივობის ულტრაბგერა უმეტეს შემთხვევაში მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს ცოცხალ ობიექტებზე. დამთრგუნველი და დამაზიანებელი ზემოქმედება ახასიათებს მაღალი (1,5 - 3 ვტ/სმ2-ზე და უფრო მეტი) ინტენსივობის ულტრაბგერას. ულტრაბგერის ხსენებული მახასიათებლების გამო იგი მედიცინის სხვდასხვა დარგში აქტიურად გამოიყენება. მათ რიცხვს მიეკუთვნება სტომატოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია და სხვა. წარმოდგენილ ნაშრომში გაშუქებულია უროლოგიის ერთ-ერთი წარმატებული მიდგომა, კერძოდ ლითოტრიპსიული მეთოდით შარდ-კენჭოვან დაავედებებთან ბრძოლის საშუალება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com