ავტორიზაცია

Cisco-ს უსაფრთხო უსადენო ქსელების აგება
ავტორი: გურამ დონაძეანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში მოცემულია დღეისათვის ყველაზე პოპულარული და პრობლემური საკითხი უსაფრთხო უკაბელო ქსელის აგება. მასში წარმოდგენილია კვლევის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ და განვახორციელოთ ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკა. კვლევის ძირითად ასპექტს წარმოადგენს ქსელური უსაფრთხოების განვითარება WLAN ქსელების გარემოში. არსებობს ბევრი გზა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ამ ფართო თემის ირგვლივ. ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა ქსელური მოწყობილობები,რომლებიც ახორციელებს უსაფრთხოების დაგეგმვას უკაბელო ქსელში. ნაშრომი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: • მოცემულია საუკეთესო კრიპტოგრაფიულ ალგორითმები- თუ როგორ შეიძლება ამ ალგორითმების გამოყენებით უზრუნველყოთ ინფორმაციის უსაფრთხოდ გადაცემა. • ქსელური თავდასხმები და მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები. • WLAN ქსელის უსაფრთხოების პრინციპები • Software and Hrdware გადაწყვეტილებების შეფასება ნაშრომში მოცემული კვლევა დაეხმარება ქსელის ადმინისტრატორებს დაგეგმოს უსაფრთხო უკაბელო ქსელის აგების ძირითადი პოლიტიკა.
მიმაგრებული ფაილები:
Cisco-ს უსაფრთხო უსადენო ქსელების აგება [ka]