ka | en
Company Slogan TODO

ნიტროზოჯგუფის (N=O) შემცველი ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი

ავტორი: იულია მილიუკოვი
ანოტაცია:

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის პრ. 3. უკანასკნელ წლებში ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნახშირწყლების მოდიფიკაციას სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებით. ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია არსებობს ნახშირწყლებზე, რომლებიც შეიცავენ ნიტროზოჯგუფს. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიურობა ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ნიტროზოჯგუფს შემცველი N–გლიკოზიდების სინთეზი. პირველად იქნა შესწავლილი N-p-კარბოქსიფენილ–β–D–გლუკო(გალაქტო)პირა–ნოზილამინის კონდენსაციის რეაქცია N,N′-დიციკლოჰექსილკარბოდიიმიდთან (დცჰკ) ოთახის ტემპერატურაზე ტეტრაჰიდროფურანის და ტრიეთილამინის თანაობისას. მიღებული N-აცილშარდოვანების ურთიერთქმედებით ნატრიუმის ნიტრიტთან სინთეზირებულია ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი N-გლიკოზიდები (3,4). სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.


მიმაგრებული ფაილები:

ნიტროზოჯგუფის (N=O) შემცველი ჰექსოზების წარმოებულების სინთეზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com