ka | en
ავტორიზაცია
საავტომობილო სავარძლის სენსორის სწრაფი სიმულაცია კვაზი-ელექტროსტატიკური მიახლოებით
ავტორი: გიგა გაბრიაძეთანაავტორები: დ.ქარქაშაძე, ე.იავოლოვსკაია, ა.გეონჯიანი, რ.ჯობავა
საკვანძო სიტყვები: კვაზი-ელექტროსტატიკა, სენსორი, მომენტების მეთოდი, სწრაფი იტერაციული ამოხსნა
ანოტაცია:
ნაშრომში აღწერილია ტევადური სენსორის სიმულაცია მომენტების მეთოდზე დაფუძნებული კვაზი-სტატიკური მიახლოებით. მოცემული მეთოდი უზრუნველყოფს დანაკარგებიანი დიელექტრიკების მოდელირებას. ასევე შემუშავებულია სწრაფი იტერაციული ამოხსნის მეთოდი, რომელიც მატრიცის კომპრესირებისათვის იყენებს Adaptive Cross Approximation მიახლოებას. მეთოდის ვარგისიანობის შემოწმებისათვის გამოყენებულია ანალიტიკური ამოხსნები. მოდელირებულია სავარძლის სენსორი სხვადასხვა შემთხვევბისათვის (ცარიელი სავარძელი, მგზავრი სავარძელზე).