ავტორიზაცია
ელექტრო ტრანსპორტული ჯაჭვი და ფოტოქიმიური პროცესი ბიოენერგეტიკაში
ავტორი: ნინო თურქაძესაკვანძო სიტყვები: ფოტოქიმიური პროცესი, ფოტოსინთეზი
ანოტაცია:
ფოტოქიმიური პროცესი წარმოადგენს ფოტოსინთეზის პირველად სტადიას. ამ პროცესის დროს ხდება სინათლის ენერგიის აკუმულირება პირველად დონორში და პირველად რეცეპტორში მუხტის გაყოფის შედეგად. ამ პროცესის დროს წარმოიქმნება ელექტრონების ნაკადი, რომელიც მოძრაობს მემბრანაში, ელექტრო გადამტანების ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. აღნიშნულ პროცესს გარდა ელექტრონების ტრანსპორტისა თან ახლავს მასთან შეუღლებული და მის მიერ განპირობებული პროტონების ანუ წყალბადის იონების ტრანსპორტი. აღნიშნული წყალბადის იონები დიდი რაოდენობით გროვდება მემბრანის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს შეინიშნბება მათი ნაკლებობა. ამგვარად წარმოიქმნება წყალბადის იონების კონცენტრაციული გრადიენტი. სწორედ ამ ელექტროქიმიური გრადიენტის სახით გროვდება სინათლის ენერგია მემბრანაში ბიოენერგიის სახით და მემბრანის სპეციალური ფერმენტული სისტემების ატფ-სინთაზას საშუალებით შეუძლია არაორგანული ფოსფატისა და ადენოზინ დი ფოსფატისაგან (ადფ) წარმოქმნას ადენოზინ ტრი ფოსფატი, რომელიც ენერგიით მდიდარ ბმას შეიცავს და მისი დაშლის შედეგად ორგანიზმის ნებისმიერ უბანში გამონთავისუფლდება ენერგია,რომელიც ისეთ პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული, სადაც ენერგიაა საჭირო.