ka | en
Company Slogan TODO

განაწილებული პარამეტრების მქონე სისტემების ზოგიერთი პრაქტიკული გამოყენება

ავტორი: ბექა ფონიავა
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომის თემის მიზანია განაწილებული პარამეტრების მქონე სისტემის გამოკვლევა და იმის დადგენა თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი სისტემების პრაკტიკულ ასპექთში გამოყენება. კერძოდ, მის ბაზაზე უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემების შექმნა. ამოცანის ამოსახსნელად მათემატიკურ მოდელად გამოყენებულია მათ.ფიზიკაში ცნობილი ტელეგრაფის განტოლება, რომელიც აღწერს განაწილებული პარამეტრების მქონე გრძელი ხაზის სადენებში დენისა და ძაბვის ტალღების გავრცელებას. საბაკალავრო ნაშრომის მიზანია შესწავლილ იქნას: ა). მათემატიკური მოდელირებითა და ექსპერიმენტალურად, თუ როგორი პროცესები მიმდინარეობს განაწილებული პარამეტრების მქონე სისტემებში, ბ). შემდგომ შეიქმნას სპეციალური მოწყობილობა რომელიც მოახდენს ამ პარამეტრების ცვლილების მიხედვით, შეშფოთების ადგილმდებარეობის დადგენას. კვლევის დროს გამოყენებული იქნა რამოდენიმე განსხვავებული მიდგომა. კვლევის ფარგლებში გაზომვები ჩატარდა როგორც არსებულ, ასევე თვითნაკეთ მოწყობილობებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com