ka | en
Company Slogan TODO

ავტორობა კარტოგრაფიაში

ავტორი: გიგა კოჭლამაზაშვილი
ანოტაცია:

მეცნიერების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, კარტოგრაფიაში ავტორობის საკითხი თავის საკუთარ წესებს ექვემდებარება. კარტოგრაფი -ავტორისათვის უმეტეს შემთხვევაში პუბლიკაციას წარმოადგენს რუკა, ატლასი და სხვა სახის კარტოგრაფიული გამოსახულებები. რუკის შემდგენელი სუბიექტი მის ავტორად შეიძლება ითვლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქმე გვაქვს თემატურ რუკასთან ანუ, სპეციალური, ახალი შინაარსით დატვირთულ კარტოგრაფიულ გამოსახულებას. ფიზიკური, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ტოპოგრაფიული რუკის შემთხვევაში მისი შემდგენელი სუბიექტი არ შეიძლება ითვლებოდეს კარტოგრაფიული გამოსახულების ავტორად. იმდენად რამდენადაც ანალოგიური რუკები თითქმის ყოველწლიურად იბეჭდება და მათზე არავითარი ცვლილება არ არის ასახული და არც შეიძლება რომ იყოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ ამ რუკების მათემატიკური ატრიბუტიკა: კარტოგრაფიული პროექცია და მასშტაბი, რის შედეგადაც რუკის შინაარსეულ ასპექტში არაფერი არ იცვლება თუ არ ჩავთვლით რუკაზე ასახული ობიექტების დეტალურობის ხარისხს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კარტოგრაფიაში ავტორობა სუბიექტმა შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ადგენს ახალი შინაარსის და დანიშნულების რუკებს, ან სხვა სახის კარტოგრაფიულ ნაწარმოებს ( კარტოგრამა, კარტოდიაგრამა, ბლოკდიაგრამა, ფიზიოგრაფიული მოდელი, კარტოგრაფიული ანიმაცია, გეოინფორმაციული სისტემა)



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com