ka | en
Company Slogan TODO

XML დოკუმენტების პარალელური საძიებო ინდექსის შექმნა

ავტორი: თორნიკე შავიშვილი
საკვანძო სიტყვები: ინდექსი, სისტემა, საძიებო, ძებნა, დანაწილაბა, დანაწილებული, რანკირება, შებრუნებული, სრული
ანოტაცია:

კვლევის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ საძიებო ინდექსს Inverted index - შებრუნებული ინდექსის მაგალითზე. კომპიუტერულ მეცნიერებაში შებრუნებული ინდექსი ცნობილია როგორც მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც აღწერს ტექსტური ტიპის მონაცემების სტრუქტურას. შებრუნებული ინდექსის დანიშნულებაა მოგვცეს საშუალება განვახორციელოთ სწრაფი ძებნა ტექსტში. წარმოვადგინეთ დანაწილებული სრული საძიებო ინდექსი და შემოვიღეთ დანაწილების ფუნქცია Q(t,N). დანაწილებული ინდექსი ლოკალიზებულია არა ერთ არამედ რამდენიმე განსხვავებულ ადგილას. ამასთანავე იგი ეფექტურად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს. ინდექსის დანაწილებაში კრიტიკული ადგილი უკავია Q(t,N)-ს, რომელიც უთანადებს t-სიტყვებს შესაბამის პროცესს. პროექტის ფარგლებში კვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოყენებულია გამოთვლითი და სადემონსტრაციო ინსტრუმენტი Mathematica 9. Mathematica - არის პლატფორმა და დაპროგრამიების ენა რომელიც ორიენტირებულია გამოთვლითი და მათემატიკური პრობლემების გადაწყვეტაზე. მას ავითარებს კომპანია Wolfram Research, დააარსებული 1987 წელს Stephen Wolfram -ის მიერ. მან მოგვცა საშუალება თვალნათელი წარმოდგენა შეგვქმნოდა Q(t,N)- ს ქცევაზე და უფრო ზუსტად შეგვეფასებინა იგი.ინდექსის რეალიზებისას დავეყრდენით Boost.mpi პარალელურ ბიბლიოთეკას. მას ავითარებს Boost. ამ ბიბლიოთეკის გამოყენება ზრდის პროგრამის ეფექტურობას, ამცირებს მის რეალიზაციაზე დახარჯულ დროს და პროექტში ხარვეზების წარმოქმნის შესაძლებლობას გვაციელბს თავიდან. Boost.mpi წარმოადგენს მრავალპროცესიანი აპლიკაციის რელიზების სტანდარტს. იგი უტლიზაციას უკეთბს С++ ობიექტებს და სერიალიზაციის ტექნოლოგიას.კვლევის ფარგლებში მიღწეული შედეგები იძლევა შესაძლებლობას აიგოს მსხვილი საძიებო ინდექსი. კვლევის გაგრძელების შემთხვევაში პროექტს აქვს პოტენციალი გახდეს გამოყენებადი დანაწილებული ინდექსების რეალიზაციის კუთხით. საძიებო სისტემების მნიშვნელოვანი შემედგენელი ნაწილია ე.წ. რანკირების ფუნქცია. მისი დანიშნულებაა ინდექსში ნაპოვნი დოკუმენტების შეფასება მომხმარებლის მოთხოვნასთან რეველევანტურობის კუთხით. პროექტის ფარგლებში რეალიზაციას ვუკეთებთ შემფასებელ ფუნქციას Okapi BM25.


მიმაგრებული ფაილები:

XML დოკუმენტების პარალელური საძიებო ინდექსის შექმნა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com