ka | en
Company Slogan TODO

ჰემორაგიული შოკის დროს პლაფერონ ლბ–ს ეფექტურობა

ავტორი: სალომე კიპაროიძე
ანოტაცია:

ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციური დარღვევების კორექციის მიზნით, თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბუნებრივი ანუ, ე.წ. ენდოგენური პრეპარატების გამოყენებას. სწორედ ასეთი იმუნომოდულატორული თვისებების მქონეა ადამიანის პლაცენტის ამნიონური გარსიდან მიღებული პრეპარატი პლაფერონი ლბ. ანტივირუსული პრეპარატის პლაფერონის ეფექტურობა საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ანტიოქსიდანტური ბუნების პრეპარატის, პლაფერონ ლბ-ს ზემოქმედებით, რომელსაც გამოხატული ანტიჰიპოქსიდური ეფექტი გააჩნია, ჰემორაგიული შოკით ინდუცირებული ჰიპოვოლემიის დროს ორგანიზმის რედოქს-ჰომეოსტაზისა და რედოქს-დამოკიდებული NO-ს სინთეზის ნორმალიზების პირობებში სისხლძარღვების ვაზოაქტივობის რეგულაციის მოწესრიგება და არტერიული წნევის სტაბილიზაცია ხდება. დადგენილია, რომ ჰემორაგიული შოკით ინდუცირებული ჰიპოვოლემიის ( ორგანიზმში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება) პათოგენეზში NO-ს და ჟანგვითი ჰომეოსტაზს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მიღებული შედეგების საფუძველზე, რეკომენდირებული არის ანტიოქსიდანტური პრეპარატების ჩართვა ჰემორაგიული შოკის მკურნალობის სქემაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com