ka | en
Company Slogan TODO

ვირთაგვას თავის ტვინში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებები სოციალური იზოლაციისა და დღე-ღამური რიტმის დარღვევის პირობებში

ავტორი: გიორგი ბურჯანაძე
საკვანძო სიტყვები: სოციალურ იზოლაციური სტრესი, თავის ტვინი, ენერგეტიკული მეტაბოლიზმი, კრეატინი, კრეაატინკინაზა, მიტოქონდრია, სუქცინატდეჰიდროგენაზა, ალდოლაზა, აკონიტაზა, ფუმარაზა
ანოტაცია:

სტრესი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემათაგანია, რომელსაც მრავალი პათოლოგიური პროცესის გამოწვევა შეუძლია. არსებობს სხვადასხვა ტიპის სტრეს-ფაქტორები, რომელთაგანაც შეიძლება აღინიშნოს სოციალური იზოლაცია და ბუნებრივი დღე-ღამური რიტმის დარღვევა. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული სტრეს-ფაქტორების ზეგავლენის შეფასება ვირთაგვას თავის ტვინში მიმდინარე ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის ცვლილების საშუალებით. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ლაბორატორიული, მამრი ვირთაგვები (100-120 გრ.), რომელთა თავის ტვინის სუმარული ფრაქციიდან მიღებულ მიტოქონდრიულ სუსპენზიებში ისაზღვრებოდა კრებსის ციკლის ფერმენტების: აკონიტაზას, სუქცინატდეჰიდროგენაზას და ფუმარაზას აქტივობის ცვლილება, ამასთანავე ჩვენთვის საინტერესო იყო შეგვესწავლა ატფ-ის ე.წ. ბუფერული სისტემების ფუნქციონირება, რის მარკერადაც ფერმენტი კრეატინკინაზა და მისი სუბსტრატი, კრეატინი იქნა შერჩეული. კვლევის საწყის ეტაპზე მოხდა სტრესული მდგომარეობის სეროლოგიური დადასტურება, ჰორმონების, კორტიკოსტერონისა და სეროტონინის რაოდენობრივი მატების შეფასების გზით, რის შემდეგაც განისაზღვრა Ca2+-ის, როგროც უაღრესად მნიშვნელოვანი უჯრედშიდა მესენჯერის კონცენტრაცია. მას შემდეგ რაც ნანახი იქნა მესენჯერული სისტემის პათოლოგიური აქტივაცია განისაზღვრა საკუთრივ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ზემოთაღნიშნული ფერმენტების აქტივობები. მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ იზოლაციისა და დღე-ღამური რიტმის დარღვევის პირობებში ადგილი აქვს შესწავლილი ფერმენტების აქტივობათა კლებას, რაც მიუთითბეს ზოგადად სისტემის ინჰიბიციაზე, შესაბამისად ენერგეტიკულ დისბალანსზე, თუმცა ცოცხალ სისტემაში არსებობს ატფ-ის ბალანსის რეგულირების დამატებითი, ე.წ. ბუფერული მექანიზმები, რომელთა შორისაა Cr/CK/PCr ციკლი. ცდების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ციკლის მაკატალიზებელი ფერმენტის - კრეატინკინაზას აქტივობა სხვა ფერმენტების მსგავსად დაქვეითებულია, ამასთან მისი სუბსტრატისაც - კრეატინის. ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური იზოლაცია და დღე-ღამური რიტმის დარღვევა წარმოადგენენ სტრეს-ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ სისტემაში გამოიწვიონ მესენჯერული სისტემის პათოლოგიური ცვლილება და მწვავე ენერგეტიკული დისბალანსი, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს სისტემას.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია [ka]
ვირთაგვას თავის ტვინში იზოლაციისა და დღე-ღამური რიტმის დარღვევის პირობებში ენერგეტიკულ მეტაბოლიზმშ მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის ცვლილების შეფასება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com