ka | en
Company Slogan TODO

ინვერსიული და არაინვერსიული შაქრების შემცველობის შედარებითი ანალიზი ქართულ ცქრიალა ღვინოებში

ავტორი: გიორგი შათირიშვილი
საკვანძო სიტყვები: ინვერსიული, არაინვერსიული, ცქრიალა ღვინო
ანოტაცია:

ცქრიალა ღვინოები წარმოადგენენ მეორადი დუღილის პროდუქტებს. ღვინო, რომელიც დადუღდება გადააქვთ ცისტერნებში, შემდეგ უმატებენ მადუღარ ლიქიორს (საქაროზა, საკონიაკე სპირტი (5 წლიანი) ლიმონმჟავა და საფუარი), რის შედეგადაც მიმდინარეობს მეორადი დუღილი, ამ დროს ლიქიორი განიცდის ინვერსიას, (იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად) წარმოიქმნება სპირტი და CO2. ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ტიპის ცქრიალა ღვინოებში, არაინვერსირებული და ინვერსირებული შაქრების შედარებითი ანალიზი. დასახული ამოცანები: 1) ნახევრადტკბილ და ნახევრადმშრალ ცქრიალა ღვინოებში, ინვერსირებული და არაინვერსირებული შაქრების განსაზღვრა. 2) მონაცემების დამუშავება და შედარებითი ანალიზი. ექსპერიმენტული ნაწილი შესრულებულია ლუფ-შოლის ტიტრაციული მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია ჟანგვა-აღდგენით რეაქციაზე. ცქრიალა ღვინის დამზადების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, პროდუქტის მარკაზე მიყვანისთვის გამოიყენება საექსპედიციო ლიქიორი. ინსტრუქციის მიხედვით საექსპედიციო ლიქიორი უნდა დავაყოვნოთ 3 თვე და შემდეგ გავუშვათ წარმოებაში, ამ 3 თვის მანძილზე იგი უნდა დავარგდეს, მასში შემავალი ლიმონმჟავას გამოყენებით უნდა მოხდეს საქაროზის ინვერსია (წარმოიქმნება გლუკოზა, ფრუქტოზა) ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა დაგვეხმარა გაგვეგო, თუ რამდენად სწორად განხორციელდა ეს პროცესი და რამდენად დაცული იყო ტექნოლოგიური სქემა. გლუკოზა-ფრუქტოზის რაოდენობა მეტი უნდა იყოს საქაროზის რაოდენობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად ჩატარდა ტექნოლოგიური პროცესი


მიმაგრებული ფაილები:

ინვერსიული და არაინვერსიული შაქრების შემცველობის შედარებითი ანალიზი ქართულ ცქრიალა ღვინოებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com