ავტორიზაცია
ფენოლური ნაერთებისა და ანტიოქსიდანტების შედარებითი ანალიზი ქვევრის ღვინოსა და ქარხნულ ღვინოში
ავტორი: თამარ ონიანისაკვანძო სიტყვები: ფენოლური ნაერთები, ანტიოქსიდანტები, ღვინო
ანოტაცია:
ცნობილია, რომ ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დამზადებული ღვინოები ხასიათდებიან უფრო მაღალექსტრაქტულობით, ვიდრე ქარხნული წესით დაყენებული ღვინოები. მისი მაღალექსტრაქტულობა განისაზღვრება ძირითადად ფენოლური ნაერთებით, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვინის ტიპის ჩამოყალიბებაში, მისი დამზადება-შენახვის ყველა ეტაპზე და უშუალო გავლენას ახდენენ გემოზე, ბუკეტზე, ფერზე, გამჭვირვალობაზე, დაძველების უნარზე. ორგანიზმისთვის ფენოლური ნაერთები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი, ანტიკოაგულანტური თვისებების მქონე ნივთიერებები. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო ფენოლური ნაერთებისა და ანტიოქსიდანტების განსაზღვრა ქვევრისა და ქარხნულ ღვინოში მათი შედარებითი ანალიზისათვის. დასახული ამოცანები: 1. საკვლევი ნიმუშების შერჩევა: ტრადიციული მეთოდით (რქაწითელი ალავერდის მონასტრის ქვევრის (თეთრი), საფერავი ალავერდის მონასტრის ქვევრის (წითელი)). ქარხნული მეთოდით (რქაწითელი ქარხნული ( თეთრი), საფერავი ქარხნული (წითელი)) და 2. შერჩეულ ნიმუშებში საერთო ფენოლური და ანტიოქსიდანტური ნაერთების (რეზვერატროლი, კვერცეტინი, მირეციტინი) განსაზღვრა. ფენოლური ნაერთები განვსაზღვრეთ “Varian” - ის ფირმის სპექტოფოტომტრზე - cary 50 ფოლინის რეაქტივისა და Na2CO3-ის ზენაჯერი ხსნარის გამოყებით 750ნმ - ზე. ხოლო ანტიოქსიდანტური ნაერთები (რეზვერატროლი, კვერცეტინი, მირეციტინი) “knauer” - ის ფირმის მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფზე (სვეტი RP – 18) ელუენტების NaH2PO4 - ისა და ACN - ის გამოყენებით. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ქვევრში დურდოზე(ჭაჭაზე) დაყებენული ღვინო გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ფენოლურ ნაერთებს და მისი ანტიოქსიდანტური თვისებები დამოკიდებულია რეზვერატროლის, მირეციტინისა და კვერციტინის მაღალ შემცველობაზე, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული ღვინოები
მიმაგრებული ფაილები:
ფენოლური ნაერთებისა და ანტიოქსიდანტების შედარებითი ანალიზი ქვევრის ღვინოსა და ქარხნულ ღვინოში [ka]