ka | en
Company Slogan TODO

ფლავონოიდების თვისობრივი ანალიზი ქართულ ღვინოში (საფერავი, რქაწითელი)

ავტორი: გურამი ლეკიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდების გამოყოფა, ფლავონოიდების იდენთიფიკაცია
ანოტაცია:

ფლავონოიდები წარმოადგენენ მცენარეული წარმოშობის მეორად მეტაბოლიტებს. ქიმიური თვალსაზრისით არიან პოლიფენოლები. მცენარეებში ისინი მონაწილეობენ ფოტოსინთეზში, დამცველობით ფუნქციებში, ლიგნინის წარმოქმნაში და ა.შ. ადამინის ორგანიზმში კი ავლენენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება და სხვ. მოქმედების ასეთმა ფართო სპექტრმა განაპირობა უდიდესი ინტერესი ფლავონოიდების მიმართ. კვლევის მიზანი იყო ქართული ღვინიდან, კერძოდ საფერავიდან და რქაწითელიდან ფლავონოიდების სუმარული ფრაქციის გამოყოფა მოდიფიცირებული მეთოდით, მათი თვისობრივი-შედარებითი ანალიზი. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ქართული წესით დადუღებული ერთწლიანი ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოზე (ჭაჭაზე) სრული ფერმენტაციით. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ორ ეტაპად. პირველ ნაწილში მოვახდინეთ ფლავონოიდების სუფთა სახით მიღება ზაპრომეტოვის მეთოდის მოდიფიცირებით. მეორე ეტაპზე კი მიღებული ფლავონოიდების სუმარული ფრაქციის თხელფენოვანი ქრომატოგრაფირება, რათა დაგვედგინა მათი თვისობრივი შემადგენლობა. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ საფევიდან გამოყოფილი ფლავონოიდების ფრაქცია წარმოდგენილია შვიდი სხვადასხვა კლასით. მათ შორის მიახლოებით იდენტიფიცირებული იყო სამი სხვადასხვა ფლავონოიდი, კერძოდ კვერცეტინის, კატექინის და რეზვერატროლის რიგის და აგრეთვე, დაფიქსირდა დიდი რაოდენობით გლიკოზიდები. რქაწითელის შემთხვევაში მიღებულ ფრაქციაში დაფიქსირდება ხუთი სხვადასხვა ფლავონოიდი და ასევე დიდი რაოდენობი გლიკოზიდი. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფერავიდან მიღებული ფრაქცია წარმოდგენილია ფლავონოიდების აგლიკონის შვიდი სხვადასხვა კლასითა და გლიკოზიდებით. გარდა ამისა თხელფენოვან ქრომატოგრამებზე დაფიქსირდა რამდენიმე უცნობი ლაქა, რომლის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა სხვა უფრო ზუსტი მეთოდები. ხოლო რაც შეეხება რქაწითელს - დაფიქსირდა ფლავონოიდების საფერავთან შედარებით ნაკლები კლასი.


მიმაგრებული ფაილები:

ფლავონოიდების თვისობრივი ანალიზი ქართულ ღვინოში (საფერავი, რქაწითელი) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com