ka | en
Company Slogan TODO

მაღალტემპერატურული ზეგამტარების სწრაფი სინთეზის მეთოდიკის შემუშავება

ავტორი: ჯარჯი ხმალაძე
ანოტაცია:

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ახალი მასალა იყო აღმოჩენილი, როგორიცაა მაღალტემპერატურული ზეგამტარები. ეს მასალები ძალიან პერსპექტიულია მომავლის ტექნოლოგიებისთვის და მათ გააჩნიათ დიდი გამოყენებითი პოტენციალი. მაღალტემპერატურული ზეგამტარები გამოიყენებიან ელექტრული დენის გადასაცემად ძალიან პატარა დანაკარგებით. დღეისთვის მაღალტემპერატურული ზეგამტარები მიიღებიან მყარსხეულოვანი რეაქციის მეშვეობით. ეს მეთოდი გულისხმობს საწყისი მასალების ფხვნილების ნარევის ხანგრძლივ (ათეული ან ასეული საათები) გაცხელებას ღუმელში მაღალ (800º-1200C) ტემპერატურებზე. ეს პროცესი მოითხოვს დიდ დროს და ენერგიის დანახარჯს, რაც ზრდის პროდუქტის ღირებულებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი მაღალტემპერატურული დამუშავების დროს ხდება ცალკეული ატომების, კერძოდ ჟანგბადის აორთქლება, რაც იწვევს სტექიომეტრიის დარღვევას ზოგიერთი ჟანგბადის შემადგენლობაზე მგრძნობიარე მასალებისთვის. ამის გამო საჭიროა დამატებითი პროცედურების ჩატარება ჟანგბადის შემადგენლობის აღსადგენად, აქედან გამომდინარე როგორც პრაქტიკული ასევე ეკონომიკური მიზეზების გამო მსოფლიოში დიდი ძალისხმევაა მიმართული ისეთი ტექნოლოგიის შესამუშავებლად, რომელიც მყარსხეულოვანი რეაქციის ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მოკლე დროში და უფრო დაბალ ტემპერატურაზე . გარდა ტრადიციული მაღალტემპერატურული ტექნოლოგიისა ბოლო წლებში ვითარდება დაბალტემპერატურული ტექნოლოგია, რომელიც თავისუფალია ზემოთ მოყვანილი ნაკლოვანებებისგან ; მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ენერგეტიკულ ხარჯებს და უფრო მარტივია. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია მაღალტემპერატურული ზეგამტარების სწრაფი სინთეზის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება რომელიც მოიცავს თერმულ მყარსხეულოვან მეთოდს. ეს ტექნოლოგია დაახლოებით სამი რიგით შეამცირებს სინთეზის დროს და ენერგომოხმარებას, ასევე მინიმუმამდე დაიყვანს უარყოფით ეფექტებს რომლებიც თან ახლავს ხანგრძლივ თერმულ პროცესს.


მიმაგრებული ფაილები:

მაღალტემპერატურული ზეგამტარების სწრაფი სინთეზის მეთოდიკის შემუშავება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com