ka | en
Company Slogan TODO

ელექტრონული რესურსების ვებ-პორტალი ზოგადი განათლების სკოლებისათვის ინფორმატიკაში (დაპროგრამება, ალგორითმები)

ავტორი: ანა დარჩიაშვილი
თანაავტორები: მ.მერებაშვილი,მ.კურკუმული,ვ.კობახიძე,მ.მუმლაძე,ლ.ლაშხი,ქ.რამიშვილი, თ.მახარაძე,თ.რუსია,გ.სეხნიაშვილი,გ.გოგოლაური,მ.ბალახაძე,ო.იანტბელიძე, ა.ნიქაბაძე,მ.ჩიღოშვილი,ე.გულორდავა,ნ.გუგუნავა
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული, სახელმძღვანელო, ვებ, პორტალი, მოსწავლეები, ინფორმატიკა, კომპიუტერული, მეცნიერება
ანოტაცია:

პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული რესურსების შექმნას ვებ პორტალის სახით სკოლებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კომპიუტერულ მეცნიერებაში, რომელიც მოიცავს ინფორმატიკისა და პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა სტრუქტურები (მონაცემთა შენახვის, დამუშავების, გადაცემის ხერხები), ალგორითმები (ალგორითმის ცნება, ალგორითმის სახეები, თვისებები, ჩაწერის ხერხები), ალგორითმების შეფასების ხერხები, ალგორითმის პროგრამული რეალიზაცია - საშუალო საფეხური მე-10, მე-11, მე-12 კლასებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით C++-ის და ალგორითმების გაკვეთილები, როგორც ელექტრონული წიგნის ასევე პრეზენტაციების სახით, რათა გაუადვილდეს მასწავლებელს მიმდინარე თემის ახსნა. ეს ყველაფერი შექმნილია სპეციალურად მოსწავლეებისათვის, მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე შევქმენით საათობრივი ბადე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დავწერეთ გაკვეთილები. ამ ყველაფრის ასატვირთად ჩვენ შევქმენით საიტი რომელიც აწყობილია asp.net freamwork 4.5 პლატფორმაზე და გამოყენებულია MS SQL 2008 R2 მონაცემთა ბაზა. სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირება როგორც მასწავლებლების ასევე მოსწავლეების, ასევე შესაძლებელია მათში კომუნიკაცია და ინფორმაციის დამატება.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია - ელექტრონული რესურსების ვებ-პორტალი ზოგადი განათლების სკოლებისათვის ინფორმატიკაში [ka]
ელექტრონული რესურსების ვებ-პორტალი ზოგადი განათლების სკოლებისათვის ინფორმატიკაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com