ka | en
Company Slogan TODO

ინფორმაციის წარმოდგენა ქვანტურ კომპიუტერში(დამუშავება და ძებნა)

ავტორი: ნანა აბრამიანი
ანოტაცია:

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ინფორმაციულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. კომპიუტერი არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ყველა სფეროში. მის გარეშე არ აქვს აზრი მეცნიერებას, საბანკო საქმეს, სწავლას, კომუნიკაციის საშუალებებს და ა.შ. თანამედოვე სამყარო არის ინფორმაციის უსასრულო სიმრავლე, ნულებისა და ერთიანების ნაკადი, რომლებიც გადაიცემა რადიოარხებით, სატელეფონო ქსელით. დღეს შესაძლებელია ეკონტაქტო ადამიანს, რომელიც იმყოფება ათასობით კილომეტრით ჩვენსგან შორს, ორ წამში შესაძლებელია ურთულესი გამოთვლების ჩატარება და ა.შ. ამ ყველაფერს და სხვა შესაძლებლობების უსასრულო სიმრავლეს განსაზღვრავს კომპიუტერი და ინფორმაციული ქსელები. ისტორიული ანალიზი გვაჩვენებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები იზრდება ექსპონენციალურად დიდი სიჩქარით და დღეს უკვე მსჯელობა მიდის ქვანტური კომპიუტერის შექმნაზე. ამჟამად ბევრი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული ქვანტურ კომპიუტერებზე, მასში ინფორმაციის დამუშავებაზე, ქვანტური ალგორითმების წარმოდგენაზე და ა.შ. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რთული ამოცანების ამოხსნას კლასიკური კომპიუტერი ვეღარ უმკლავდება. მომხმარებელს გააჩნია ბევრი მოთხოვნა და ამიტომ მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი ბევრად უფრო მძლავრი მანქანის შექმნაზე. დღესდღეობოთ ეს თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება მის ირგვლივ და ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული ფაქტორები მეტყველებენ თემის აქტუალობაზე და ნაშრომი ეძღვნება ამ აქტუალურ საკითხებს. ნაშრომის მიზანია ნათლად და თვალსაჩინოდ აღწეროს ქვანტური კომპიუტერები, მასში ინფორმაციის წარმოდგენა და ქვანტური მეთოდებისა და მოდელირების საშუალებით წარმოადგინოს რთული ამოცანები კლასიკურ კომპიუტერზე. ნაშრომი განიხილავს ორ ძირითად მიმართულებას. პირველი არის გროვერის ალგორითმი, რომელიც ახორციელებს ძებნას მონაცემთა ბაზაში, ხოლო მეორე მიმართულება ეხება ქვანტური მეთოდოლოგიის გამოყენებას ცოდნის ბაზებში. როგორც ცნობილია, ცოდნის ბაზებში ინფორმაციის ძებნის ერთ-ერთი საშუალებაა კონცეპტუალური ძებნის ამოცანა (ძებნა ქვანტური კონცეპტების საშუალებით).


მიმაგრებული ფაილები:

ინფორმაციის წარმოდგენა ქვანტურ კომპიუტერში(დამუშავება და ძებნა) [ka]
ინფორმაციის წარმოდგენა ქვანტურ კომპიუტერში (დამუშავება და ძებნა) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com