ka | en
Company Slogan TODO

ციხისუბნის ტრაქიტის კონცენტრატის ბაზაზე სინთეზირებული ძვლის ფაიფური და მისი ექსპერტიზა

ავტორი: გურანდა ავქოფაშვილი
საკვანძო სიტყვები: ძვლის ფაიფური, ტრაქიტის კონცენტრატი
ანოტაცია:

ფაიფურის წარმოების ამოცანას წამოადგენს ნედლეულის ბაზის გაფართოება, ადგილობრივი ნედლეულების გამოყენება და აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც საშუალებას იძლევა ნაკეთობის ხარისხის გაზრდით შემცირდეს წარმოების წუნი. ცნობილია, რომ ფაიფურის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულები დეფიციტურია, აღნიშნულ წარმოებაში გამოყენებულ მინდვრის შპატზე მოთხოვნილება დიდია, მაგრამ იგი ძვირი და დეფიციტური მასალაა. მაღალხარისხოვან ფაიფურის მასალას მიეკუთვნება ძვლის ფაიფური (1), მის დასამზადებლად იყენებენ შემდეგ ნედლეულებს: ძვლის ნაცარს, კაოლინს, ცეცხლგამძლე თიხას, კვარცის ქვიშას, მინდვრის შპატს. აღნიშნული მასალის წარმოების დროს მიიღება 15-18 % წუნი გამოწვაში, რაც ძირითადად განპირობებულია ნაკეთობის დეფორმაციით. ნაკეთობას გააჩნია მცირე შეცხობის ტემპერატურული ინტერვალი (15-20 0c), მაღალი საერთო ჩაჯდომა (15 %-მდე), სითეთრე (არანაკლებ 74 %), ჩრდილგამტარობა (არანაკლებ 15 %), და საკმარისი მექანიკური სიმტკიცე. მასაში ტრაქიტის კონცენტრანტის შეყვანა მინდვრის შპატის ნაცვლად მასის კალიუმის მოდულს ზრდის 2,58-დან 7,19-მდე. კალიუმის მოდულის გაზრდით იზრდება ტრაქიტის შემცველი მასის ზასობრივი გაფართოების კოეფიციენტი, შესაბამისად მუხრუჭდება საერთო ჩაჯდომაც, ამის გამო მცირდება წარმოების წუნი დეფორმაციაზე, ნედლი მასალების გამოწვაზე ელექტროენერგიის ხარჯი. ეს კი თვითღირებულების შემცირების საშუალებას იძლევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com