ავტორიზაცია
ზემო სვანეთის ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება, მათი რუკათშედგენა და გეოინფორმაციული ანალიზი
ავტორი: შავლეგ ურუშაძეანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს ზემო სვანეთის რეგიონს, მესტიის მუნიციპალიტეტს. ნაშრომის აქტუალობა თვალნათელია, რეგიონის ძალიან მაღალი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის გათვალისწინებით, ტურისტული ინდუსტრიის განვითარება რეგიონში გულისხმობს ტორიზმის რამდენიმე ფორმის განვიტარებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას და საფეხოსნო-საცხენოსნო მარშრუტების შემუშავებას, რომელიც შესაძლოა მოემსახუროს ტურისტთა სხვადასხვა მოცულობის ნაკადებს. მარშრუტების სირთულის, დროითი მომცველობის და ღირსშენანიშნაობის ანალიზი შესაძლებელია გაკეთდეს კომპლექსური გეოგრაფიული კვლევის შედეგად და კარტოგრაფიული მიდგომით, რომელიც თავისთავად გულისხმობს თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ნაშრომის მიზანია ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და ოპტიმალური მარშრუტების დადგენა, მათი შეფასება ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და მათი ამსახველი გეოინფორმაციული სისტემის შედგენა. გეოინფორმაციული ანალიზი და მიღებული შედეგების შეფასება. ნაშრომის ამოცანებია, ველზე იქნეს შესწავლილი აღნიშნული ახალი მარშრუტები, დადგინდეს მათი სინტერესოობა და მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობის, ლანდშაფტური და ბიომრაალფეროვნების, ბუნების ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების მიხედვით, შეფასდეს მათი სირთულე და დროში განგრძობადობა და მომზადდეს მათი შესაბამისი რუკები. ნაშრომის მომზადებისათვის გამოყენებულია გეოინფორმაციული ტექნოლოგიები და კარტოგრაფიული მეთოდები. მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისათვის, ნაშრომის შედეგებით შესაძლოა ისარგებლონ როგორც ტურიზმის დეპარტამენტმა, ისე კერძო ტურისტულმა კომპანიებმა და კერძო ჯგუფებმა.
მიმაგრებული ფაილები:
ზემო სვანეთის ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება, მათი რუკათშედგენა და გეოინფორმაციული ანალიზი [ka]სამაგისტრო ნაშრომი – ზემო სვანეთის ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება, მათი რუკათშედგენა და გეოინფორმაციული ანალიზი [ka]