ავტორიზაცია
თავისუფალი რადიკალების გამოკვლევა ელექტრონული პაერამაგნიტული რეზონანსის (ეპრ) მეთოდით და კანის დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან
ავტორი: ია ბეგიაშვილისაკვანძო სიტყვები: ფეომელანინი, ეუმელანინი, ეპრ მეთოდი
ანოტაცია:
ადამიანის თმაში და კანში ფეომელანინის რაოდენობის დადგენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დერმატოლოგიაში და კოსმეტოლოგიაში, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში განვითარებული მძიმე დაავადებების – სხვადასხვა ეგზემების , ვიტილიგო, მელანომა და სხვა.პრევენციისა და მკურნალობის თვალსაზრისით. კვლევის მიზანია მოვიძიოთ ისეთი ანტიოქსიდანტი , რომელიც გაანეიტრალებს ფეომელანინის მავნე თავისუფალ რადიკალს. ამისათვის გამოვიკვლიეთ ანტიოქსიდანტ ასკორბინის მჟავას ზემოქმედება, როგორც შავ, ასევე ჟღალ თმაზე. ჩვენი ექსპერიმენტით უნდა შევისწავლოთ ადამიანის ნატიურ ჟღალ თმაში ფეომელანინის თავისუფალი რადიკალები. ეპრ მეთოდით დადგენილია,რომ ჟღალ თმაში დაიმზირება ორი ტიპის ეპრ სპექტრი, რომლებიც წარმოადგენენ ეუმელანინის სინგლეტისა და ფეომელანინის ტრიპლეტური სპექტრების სუპერპოზიციას. ჟღალ თმაში ეპრ სპექტრის მიკროტალღური სიმძლავრით გაჯერების მეთოდით გამოვავლინეთ ფეომელანინის ეპრ სპექტრის ტრიპლეტი და გავზომეთ მისი პარამეტრები : g=2,0055, ∆H= 0,372 მტლ. ეუმელანინის თავისუფალი რადიკალის ეპრ სპექტრი წარმოადგენს სინგლეტს g=2,0035, ამასთან სხავდასხვა დონორის ჟღალი თმის ეპრ სპექტრის gექსპ ფაქტორი ერთმანეთისაგან განსხვავდება, რაც გამოწვეულია მათში ფეომელანინის და ეუმელანინის რაოდენობის ფარდობის სხადასხვა მნიშვნელობით. gექსპ განვსაზღვრავდით: g_x = (g_(3*) g_4)/(g_4+[g_3 〖-g〗_4 ] ) დღის სინათლის ზემოქმედებით, სხვადასხვა ტალღის სიგრძით, თმაში ადგილი აქვს დამატებით თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლის ეპრ სპექტრი ზედ ედება მასში უკვე არსებული რადიკალების ( ეუმელანინის და ფეომელანინის) ეპრ სპექტრს. გაზომილია სინათლით ( ლურჯი , მწვანე და წითელი ფერის) რადიკალების კინეტიკა . როგორც შავ ასევე ჟღალ თმაში. გამოკვლეულია ანტიოქსიდანტ ასკორბინის მაჟავას (ვიტამინი C) გავლენა , როგორც ჟღალ , ასევე შავი თმის ეპრ სპექტრზე. ნაჩვენებია, რომ შავი თმის შემთხვევაში ვიტამინი C ამჟღავნებს ანტიოქსიდანტურ თვისებებს , ხოლო ჟღალი თმის შემთხვევაში სრულიად ქრება ფეომელანინისთვის დამახასიათებელი ეპრ სპექტრი და წარმოიქმნება დაჟანგული ასკორბინის მჟავას ეპრ სპექტრი, რომელიც ზედ ედება ეუმეალნინის სპექტრს, რაც იწვევს ეპრ სპექტრის ინტენსივობის გაზრდას. ამრიგად, ასკორბინის მჟავა, როგორც ძლიერი აღმდგენელი , აღადგენს (ანეიტრალებს) ფეომელანინს თავისუფალ რადიკალს, ხოლო ასკორბინის მჟავას დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალის ეპრ სპექტრი ედება ეუმელანინის სპექტრს , რაც იწვევს საერთო სპექტრის ინტენსივობის გაზრდას.
მიმაგრებული ფაილები:
pdf [ka]