ka | en
Company Slogan TODO

აგრეგირების OWA –ს ტიპის ოპერატორების წონების გენერირების კლასი გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალურ სისტემაში

ავტორი: თებრონე ვარშანიძე
თანაავტორები: არჩილ ვარშანიძე, ნათია გადელია, ნიკოლოზ გოჩიაშვილი
საკვანძო სიტყვები: Dss - გადაწყვეტილების მიღების სისტემა
ანოტაცია:

სადიპლომო ნაშრომში წარმოდგენილია საექსპერტო ცოდნის აგრეგირებისა და გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის რეალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორებზე. განიხილება შემთხვევა, როდესაც სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. ცოდნის ინჟინერიის რეალიზაციის ალგორითმებად გამოყენებულია ცნობილი სპეციალისტების - რ.იაგერის, მ. მეიჟიოს და სხვათა კვლევები. ნაშრომი 2 ძირითადი მიმართულებით შეიძლება იქნეს განხილული : 1. OWA-ს ტიპის ოპერატორების გამოყენებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მისი წონების გენერაციას. განიხილება გენერირების სხვადასხვა მიდგომები და ალგორითმები რომელიც განვითარდა ბოლო ოცწლეულის განმავლობაში. 2. რ.იაგერის მიერ შემუშავებულია orness-მიდგომა წონების იდენტიფიკაციასა და შეფასებაში და მისი პროგრამული რეალიზაცია სისტემის გარემოში. აქედან გამომდინარე რეალიზებულია არაწრფივი მათემატიკური დაპროგრამების ამოცანა რომელიც არის ენტროპიული ტიპის მიზნობრივი ფუნქცია.


მიმაგრებული ფაილები:

თებრონე ვარშანიძის მოხსენება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com