ka | en
Company Slogan TODO

P-მოდები დედამიწისა და დედამიწის ტიპის პლანეტების თხევად ბირთვებში

ავტორი: ლუკა ცისკარიშვილი
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომში განხილულია კუმშვადი აკუსტიკური ტალღების დინამიკა პლანეტების თხევად ბირთვებში. პრტყელი პარალელური სტრატიფიცირებული შრის მაგალითზე შესწავლილია აკუსტიკური P-მოდების დინამიკა წრფივ შეშფოთებათა თეორიის გამოყენებით. სიმკვრივის ვერტილაკური სტრატიფიკაცია აღებულია პოლიტროპული კანონით, ხოლო დინამიური განტოლება ამოხსნილია ანალიზურად ბესელის ცილინრული ფუნქციების გამოყენებით. მიღებული ზოგადი ამონახსნი მიყენებულია დედამიწისა და სხვა პლანეტების შიდა თხევადი შრეების მოდელს, როდესაც შრეს ედება ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვედა და ზედა სასაზღვრო პირობა. ზედა სასაზღვრო პირობათ გამოყენებულია მანტიისა და გარე თხევადი გულის საზღვარი, რომელიც განიხილება როგორც მყარი კედელი, ხოლო ქვედა საზღვათ აღებულია პლანეტების შიდა მყარი ბირთვის საზღვარი, რომელიც ოსცილირებს სლიხტერის მოდების მახასიათებელ სიხშირეზე. შესწავლილია როგორც დედამიწის მაგალითი, ასევე მზის სისტემის კლდოვანი პლანეტები - მერკური, ვენერა და მარსი, რომელთა თხევადი ბირთვი დედამიზის მსგავსად მოქცეულია მყარ ქერქსა და მკვრივ ოსცილირებად შიდა ბირთვს შორის. ნაპოვნია პლანეტების P-მოდების მახასიათებელი სიხშირეები და ბირთვის ოსცილაციის სლიხტერის სიხშირეები. განხილულია წარსულში რეზონანსების არსებობის შესაძლებლობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com