ავტორიზაცია
ფსევდოშემთხვევითი რიცხვების გენერატორის აგება ნეირონული ქსელის საშუალებით
ავტორი: სოფიო ბუაძეანოტაცია:
ნაშრომი წარმოადგენს კრიპტოგრაფიაში არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მცდელობას. კერძოდ, ნაკადური შიფრებისთვის კრიპტოგრაფიულად საიმედო გამის დაგენერირება, დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან, რომელიც განხილულია მოცემულ ნაშრომში. ჩვენი ნაშრომი შეეხება ნეირონული ქსელის საშუალებით ისეთი გენერატორის შექმნის მცდელობას რომელიც დაფუძნებულია ცალმხრივ ფუნქციაზე. ცალმხრივ ფუნქციაზე დაფუძნებულ გენერატორებს წარმოადგენენ RSA და BBC გენერატორები, რომლებიც წარმოქმნიან საკმაოდ საიმედო გამას, მაგრამ მათი ნაკლი არის ის, რომ ეს გენერატორები არის ძალიან ნელი. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტეთ ნეირონული ქსელის საშუალებით ავაგოთ გენერატორი რომელიც დაფუძნებული იქნება RSA გენერატორზე, რომელიც დააგენერირებს საიმედო გამას და ამავე დროს იქნება RSA გენერატორზე სწრაფი.
მიმაგრებული ფაილები:
ფსევდოშემთხვევითი რიცხვების გენერატორის აგება ნეირონული ქსელის საშუალებით [ka]დანართი [ka]