ავტორიზაცია
იმერეთის რეგიონის მევენახეობის და მეღვინეობის კარტოგრაფირება და გეოინფორმაციული ანალიზი
ავტორი: tea eradzeანოტაცია:
მევენახეობის და მეღვინეობის დარგი საქართველოში რამდენიმე ათასწლოვან ტრადიციას ატარებს, დარგის განვითარებისათვის და რაციონალური ბუნებათსარგებლობის სტრატეგიის შემუშავებისათვის აუცილებელია კომპლექსური გეოგრაფიული შესწავლა, ანალიზი და შეფასება, ხოლო კვლევის კონკრეტულიბისათვის აუცილებელია მაღალი დეტალიზაციის სამუშაოს ჩატარება. ეს ყველაფერი შეუძლებელია რუკის გარეშე, მით უფრო თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშეც, ნაშრომის მიზანიც სწორედ თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით შესრულებული ნაშრომის შექმნაა. კვლევის ობიექტად შევარჩიეთ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციული ერთეული. ნაშრომის მიზანია შეიქმნას იმერეთის რეგიონის მევენახეობის და მეღვინეობის გეოინფორმაციული სისტემა, მოხდეს თემატური რუკების შედგენა, ჩატარდეს მათი კარტომეტრიულ-გეოსტატისტიკური ანალიზი და მაღალი სიზუსტით ჩატარებული გამოთვლების საფუძველზე დადგინდეს რეგიონის და მისი სხვადასხვა ნაწილების პოტენციალი დარგის განვითარების თვალსაზრისით, მომზადდეს სარეკომენდაციო დასკვნები. გამოყენებული კვლევის მეთოდები გულისხმობს საველე საექსპედიციო მუშაობას, მოსახლეობასთან კითხვარებით და სხვადასხვა დასახლებულ ტერიტორიებზე ვაზის ჯიშების, მოსავლიანობის და პროდუქციის ხარისხიანობის დასადგენად. ასევე მსხვილმასშტაბიან კარტოგრაფირებას, ზოგადგეოგრაფიოული საფუძვლის მომზადებას, თემატურ რუკათშედგენას გეოინფორმაციული ტექნოლოგიებით და გეოინფორმაციული ანალიზის ჩატარებას. კვლევის შედეგები გულისხმობს დარგობრივი გის-ის მომზადებას, გეოინფორმაციული ტექნოლოგიებით გამოთვლების საფუძველზე ტერიტორიის რესურსული პოტენციალის დადგენა-შეფასებას და სარეკომენდაციო დასკვნების მომზადებას, თემატური რუკათა სერიის შედგენას. ნაშრომი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა დარგებში, საინტერესო იქნება მევენახეებისათვის, ღვინის და ყურძენპროდუქტების წარმოების სფეროებისათვის და ქართული ღვინის ტრადიციული სახეობებით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის ტურიზმისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
imereTis regionis mevenaxeobisa da meRvineobis gis analizi da kartografireba [ka]prezentacia [ka]