ავტორიზაცია
პროტოვარსკვლავური თხელი დისკების ჯეტის ფორმირება
ავტორი: დიმიტრი ჯავრიშვილისაკვანძო სიტყვები: ასტროფიზიკრი ჯეტები, ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტები
ანოტაცია:
განზოგადოებული ჰიდროდინამიკური მოდელის საფუძველზე შესწავლილია ასტროფიზიკური დისკი–ჯეტის სტრუქტურის ავტომოდელური ამონახსნი როგორც ზოგადად, ისე პროტოვარსკვლავური დისკების შემთხვევაში. ეს არიან ობიექტები, რომლებიც დაიკვირვებიან ვარსკვლავების დაბადების ადრეულ ეტაპზე და ხასიათთებიან ლოკალური აკრეციული დისკითა და კოლიმირებული სუსტად იონიზირებული ჭავლური დინებით – ჯეტით. დისკში ტურბულენტობის ეფექტი შესწავლილია ანომალური სიბლანტის ალფა მოდელის გამოყენებით, ხოლო ტემპერატურის რადიალური ხარისხობრივი სტრატიფიკაციის ეფექტი – ბგერის სიჩქარის რადიალური განაწილების გამოყენებით. ანალიზური ამოხსნა გვიჩვენებს, რომ სტრატიფიკაციის პარამეტრის ზრდასთან ერთად მატულობს სიმკვრივის მნიშვნელობა ცენტრალურ არეში და შესაბამისად იზრდება ჯეტში/ჭავლში გამოტყორცნილი მატერიის რაოდენობაც. დისკი–ჯეტი სისტემის ავტომოდელური ამონახსნი წინასწარმეტყველებს უფრო ვიწრო, ნაკლებად მასიურ ჯეტს/ჭავლს სუსტად სტრატიფიცირებული, ნელა აკრეცირებადი დისკებიდან შედარებით სწრაფი აკრეციის, ძლიერად სტრატიფიცირებულ დისკებთან. რეალისტური პარამეტრებისათვის შეფასებული ჯეტის თეორიული სიჩქარეები ემთხვევა დაკვირვებული ჯეტების სიჩქარეების ქვედა ზღვრებს.
მიმაგრებული ფაილები:
MSc Javrishvili 2013_Presentation [ka]