ka | en
Company Slogan TODO

აჩქარებით მოძრავი მუხტის გამოსხივება

ავტორი: უჩა ჩუტკერაშვილი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია აჩქარებულად მოძრავი დამუხტული წერტილოვანი ნაწილაკის გამოსხივების ფიზიკური პროცესი და ამ მოვლენის გამოყენება რელატივისტური დამუხტული გაზის/პლაზმის დინამიკისათვის კორექტული ჰიდროდინამიკური მოდელის აგების ამოცანაში. ჯერ განვიხილეთ ზოგადად დაგვიანებული პოტენციალები, შემდეგ, შევისწავლეთ რა ლიენარდ-ვიჰარტის პოტენციალები ერთი დამუხტული ნაწილაკისათვის, ვაჩვენეთ, თუ რა ეფექტი აქვს მძლავრი გამოსხივების წნევას დამუხტული ნაწილაკის მოძრაობაზე; დეტალურად განვიხილეთ თანაბრად აჩქარებული მოძრაობისა და რელატივისტურად მოძრავი მუხტის თვით-შეთანხმებული ბმები გამოსხივების ველთან. შევისწავლეთ გამოსხივების რეაქციის ძალის ეფექტები სრულ დინამიკაზე და მიმოვიხილეთ ამ ძალის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდები. ჩვენ ვაჩვენეთ უპირატესობა ლანდაუ-ლიფშიცის მიდგომისა სხვა არსებულ მიდგომებთან და მოვიყვანეთ მაგალითი ამ მიდგომის გამოყენებისა დამუხტული გაზის აჩქარებისა და გაცხელება/გაციების ამოცანებში ასტროფიზიკურ პირობებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com