ka | en
Company Slogan TODO

ახლოქვეზედაპირული განთავსების რიგი ობიექტების გეორადიოლოკაციური მოდელები

ავტორი: გიორგი ცხვედიაშვილი
ანოტაცია:

გეორადიოლოკაცია არის არაინვაზიური გეოფიზიკური მიდგომა, რომლის მეშვეობით ხდება მიწისქვეშა, ახლო ქვეზედაპირული (<50მ) არის ელექტრული არაერთგვაროვნობის შესწავლა. ეს მიიღწევა მაღალ და ზემაღალ სიხშირული (38MHz-2GHz) ელექტრომაგნიტური ველის დისკრეტული იმპულსების გენერირებით (Zond 12e), გამოსხივებითა და არეკვლილი იმპულსის რეგისტრირებით. გეორადიოლოკაციამ ფართო გამოყენება პოვა არქეოლოგიაში, გეოტექნიკაში, საგზაო მშენებლობაში, გლაციოლოგიაში და სხვა უამრავ სფეროში. როგორც წესი, საკვლევ ველზე მუშაობისას ობიექტის ზომები და მახასიათებლები უცნობია და მას რადიოსახის მიხედვით ვიკვლევთ. ნაშრომში განხილულია სხვადასხვა, წინასწარ შერჩეული, ობიექტების რადიოსახე და დასმულია პირდაპირი ამოცანა. ცნობილი ობიექტების შესწავლა და რადიოსახის ანალიზი გვაძლევს საშუალებას დიდი სიზუსტით ვიმსჯელოთ ობიექტის ზომებზე და მახასიათებლებზე.


მიმაგრებული ფაილები:

ახლოქვეზედაპირული განთავსების რიგი ობიექტების გეორადიოლოკაციური მოდელები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com