ka | en
Company Slogan TODO

მოძრავი და სტაციონარული ფაზების ბუნების გავლენის შესწავლა ზოგიერთი ბეტა-ბლოკატორის ენანტიომერების ელუირების რიგზე სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით

ავტორი: ლევან მოსიაშვილი
ანოტაცია:

შრომაში წარმოდგენილია ქირალურ ბლოკატორების ენანტიომერების სითხურ ქრომატოგრაფიულ დაყოფებზე მჟავე და ფუძე დანამატების გავლენა, პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზებისა და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ფუძე დანამატები აუმჯობესებენ ფუძე ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფას, ელუენტში მჟავა დანამატის გამოყენებამ გვიჩვენა ძლიერი ურთიერთგავლენა ფუძე ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფაზე, მაგ.: სელექტივობის ზრდა, შემცირება და ზოგიერთ შემთხვევაში დაყოფის არ ქონა. აღნიშნული ეფექტები შესწავლილ იქნა 6 სტაციონარულ ფაზაზე, მოძრავ ფაზად გამოიყენებოდამეთანოლი, ეთანოლი, 2-პროპანოლი და აცეტონიტრილი, ხოლო ფუძე დანამატად - დიეთილამინი. მჟავა დანამატებიდან ჭიანჭველმჟავა სისტემატიურად გამოიყენებოდა, ხოლო ძმარმჟავას და ტრიფტორძმარმჟავას ვამატებდით შესადარებელად. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოძრავ ფაზაში მცირე რაოდენობით მჟავა დანამატები შესაძლებლია გამოყენებულ იქნას დაყოფის სელექტიურობის გასაუმჯობესებლად, ფუძე ნივთიერებების ელუირების რიგის შესაცვლელად, აგრეთვე პოლისაქარიდულ ქირალურ სტაციონალურ ფაზებზე ქირალური გამოცნობის მექანიზმების შესასწავლად.


მიმაგრებული ფაილები:

მოძრავი და სტაციონარული ფაზების ბუნების გავლენის შესწავლა ზოგიერთი ბეტა-ბლოკატორის ენანტიომერების ელუირების რიგზე სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com