ka | en
Company Slogan TODO

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები

ავტორი: ელისაბედი ავალიანი
ანოტაცია:

თემის აქტუალობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განვითარებულია მრავალსახეობრივი გეოდინამიკური პროცესები. ამ მხრივ რეგიონი მიეკუთვნება საქართველოს მთიანი მხარეების იმ რიცხვს, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებით საშიშ კატეგორიამდეა მისული. აქ განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესები: მეწყერები, ღვარცოფი, თოვლის ზვავები, ეროზია, წყალდიდობები და სხვა. სტიქიური პროცესების ინტენსიურ განვითარებას, ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად (რელიფის სირთულე, გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური მოძრაობები, ატმოსფერული ნალექები და სხვა) განაპირობებს ადამიანის სამეურნეო-საინჟინრო საქმიანობა. სტიქიის პერიოდული აქტივიზაცია განსაკუთრებით საშიშროებას უქმნის მოსახლეობას, ანადგურებს მიწის სავარგულებს, მწყობრიდან გამოჰყავს საავტომობილო გზები და ტრანსკავკასიის გზის მაგისტრალი. მიზანი და ამოცანები. ნაშრომის მიზანია საველე-საექსპედიციო მუშაობა, სტიქიური პროცესების გავრცელების თვალსაზრისით აქტიური ტერიტორიების შემოწმება, მონაცემების მიღება, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საშიში გეოდინამიკური პროცესების გავრცელების რუკა, დაითვალოს ნალექების მრავალწლიური რაოდენობა, მათგან დათვლილ იქნას განმეორებადობა ნალექების შიდაწლიური გადახრის საშუალო მრავალწლიური ნორმიდან (200-400 მმ), დღე-ღამეში ნალექების ექსტრემალური რაოდენობის მოსვლის განმეორებადობა, შედეგების წარმოდგენა დიაგრამების სახით და მათი შედარება გეოდინამიკური პროცესების განვითარების ტენდენციასთან. რის შედეგადაც გაკეთდება პროცესების მოსალოდნელი განვითარების შესახებ გარკვეული პროგნოზირება კატასტროფული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად და გაიცემა შეფასების რეკომენდაციები. კვლევის ობიექტს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები. კვლევის შედეგი. საველე და კამერალური კვლევების განზოგადების შედეგად მოხდა გეოდინამიკური პროცესების გამოვლინების თვალსაზრისით აქტიური და საშიში ტერიტორიების შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. შეიქმნა საშიში გეოდინამიკური პროცესების გავრცელების რუკა. დაითვალა ნალექების მრავალწლიური რაოდენობა, მათგან დათვლილ იქნა განმეორებადობა ნალექების შიდაწლიური გადახრის საშუალო მრავალწლიური ნორმიდან (200-400 მმ), დღე-ღამეში ნალექების ექსტრემალური რაოდენობის მოსვლის განმეორებადობა, მოხდა შედეგების წარმოდგენა დიაგრამების სახით და მათი შედარება გეოდინამიკური პროცესების განვითარების ტენდენციასთან. გაიცა შეფასების რეკომენდაციები.


მიმაგრებული ფაილები:

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com