ka | en
Company Slogan TODO

ჰიპოკამპთან ასოცირებულ ქცევით და მეხსიერების დარღვევებზე პირაცეტამისა და საფერავის ფლავონოიდების ეფექტების შედარებითი ანალიზი

ავტორი: ზაზა ბერუაშვილი
თანაავტორები: ნანა დორეული
საკვანძო სიტყვები: პირაცეტამი, ფლავონოიდი, ჰიპოკამპი, მეხსიერება
ანოტაცია:

anotacia ქცევით ექსპერიმენტებში შევისწავლეთ ქართული ენდემური ყურძნის ჯიშიდან „საფერავი“ ჩვენს მიერ გამოყოფილი ფლავონოიდების აქტიური ფრაქციის (ფაფ) ეფექტები სივრცით მეხსიერებაზე. „საფერავის“ ფლავონოიდებით ვირთაგვების (28-32 კვირის ასაკი) კვება (25მგ/კგ დღეში, 5 დღის განმავლობაში) იწვევდა სივრცითი მეხსიერების ასაკთან დაკავშირებული დარღვევების კორექციას. გარდა ამისა, საფერავის ფლავონოიდების, როგორც კვებითი დანამატის გამოყენება, ეფექტურად აღადგენდა ახალგაზრდა ვირთაგვებში (8 კვირის ვირთაგვები) სკოპოლამინის ერთჯერადი ინტრაპერიტონიალური ინექციით გამოწვეულ მეხსიერების დარღვევას. ფლავონოიდების იგივე კონცენტრაცია არ იწვევდა დასწავლის ნორმალური დინამიკის ცვლილებას საკონტროლო ჯგუფის ვირთაგვებში. „საფერავის“ ფლავონოიდების ეფექტების შედარებამ ცნობილი ანტიოქსიდანტების კვერცეტინისა (50მგ/კგ) და კატეხინის (25მგ/კგ), ასევე ნოოტროპული პრეპარატის – პირაცეტამის (200მგ/კგ) ეფექტებთან გამოავლინა მისი უფრო მაღალი ნეიროპროტექტორული პოტენცია სივრცითი მეხსიერების ტესტში. ღია ველის ექსპერიმენტებში ნაჩვენებია, რომ ქართული ყურძნის ფლავონოიდებით ვირთაგვების წინასწარი კვება არ ცვლის ემოციური სტატუსის მაჩვენებლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საფერავის ფლავონოიდებით ვირთაგვების წინასწარი კვება დადებითად მოქმედებს ჰიპოკამპთან დაკავშირებულ პლასტიკურ პროცესებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com