ავტორიზაცია
ვირთაგვების სითბური შოკით ზემოქმედების შედეგად ღვიძლიდან იზოლირებულ ბირთვულ მატრიქსში პოლი (ADP-რიბოზა)პოლიმერაზა-1-ის (PARP-1-ის) რაოდენობრივი ცვლილების შესწავლა.
ავტორი: მარგარიტა კარაპეტიანისაკვანძო სიტყვები: პოლი-ადპ-რიბოზა პოლიმერაზა- 1 (PARP-1), ბირთვული მატრიქსი, სითბური შოკი
ანოტაცია:
პოლი-ადპ-რიბოზა პოლიმერაზა- 1 (PARP-1) ქრომატინთან ასოცირებული ფერმენტია რომელიც აკატალიზებს ადპ-რიბოზების NAD+ დამოკიდებულ მიერთებას მრავალ ბირთვულ ცილაზე. PARP-1-ის არსებობა ნაჩვენებია ბირთვულ მატრიქსშიც, სადაც მისი შემცველობა დამოკიდებულია ბირთვული მატრიქსის მიღების მეთოდზე. სითბური შოკის დროს ბირთვული მატრიქსი ბირთვის ყველაზე თერმოსენსიტიურ სტრუქტურას წარმოადგენს. ნაშრომში ნაჩვენებია PARP-1-ის გადასვლა ქრომატინიდან მატრიქსში სითბური შოკის შედეგად. ამ ტრანსლოკაციას თან ახლავს PARP-1-ის აქტივიბის დაქვეითება ბირთვში და ზრდა ბირთვულ მატრიქსში. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პროცესი ბირთვული მატრიქსის თერმული დესტაბილიზაციით იყოს გამოწვეული. მიუხედავად იმისა წარმოადგენს ეს პროცესი ეუკარიოტული უჯრედების სპეციფიკურ პასუხს სითბურ შოკზე თუ ცილების არასპეციფიურ აგრეგაციას, PARP-1-ის სუბბირთვული გადანაწილება, ისევე როგორც PARP-1-ის აქტივობის ინჰიბირება თერმული დამუშავების შედეგად, სავარაუდოდ, ჩართულია ნორმალური და/ან სიმსივნური უჯრედების სიკვდილში ჰიპერთერმიის შედეგად.