ავტორიზაცია
ეკრანირების ეფექტურობის განსაზღვრისთვის განკუთვნილი TLH კოაქსიალური სენსორის კომპიუტერული მოდელირება
ავტორი: თეონა ჯობავაანოტაცია:
ანოტაცია საბაკალავრო ნაშრომი ეხება ASTM D4935-99 სტანდარტის შესაბამისი კოაქსიალური გამზომი ხელსაწყოების კომპიუტერულ მოდელირებას. ასეთი ხელსაწყოები გამოიყენება მასალების ელექტრული მახასიათებლების დასადგენად. უკანასკნელ დროს გაჩნდა იდეა რომ ამ ხელსაწყოების მეშვეობით შესაძლებელია აგრეთვე სხვადასხვა მასალის ეკრანირების ეფექტურობის განსასაზღვრა. სამუშაოს ფარგლებში შეიქმნა ASTM D4935-99 სტანდარტის შესაბამისი კოაქსიალური ხელსაწყოს TLH-ის კომპიუტერული მოდელი, რომელიც აღწერს ამ მოწყობილობის სტრუქტურას, იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ ელექტრომაგნიტური ველის გავრცელებას და აგრეთვე დავითვალოთ სასურველი მასალისგან დამზადებული ფირფიტის ეკრანირების ეფექტურობა. კომპიუტერული მოდელი დაფუძნებულია სასრულ სხვაობათა მეთოდზე დროით არეში (FDTD- Finite-Difference Time-Domain). კომპიუტერული ალგორითმით მიღებული შედეგები შედარებულია ლაბორატორიულ გაზომვებთან. მიღებულია დასკვნა, რომ TLH-გამზომი ხელსაწყოს გამოყენება გამტარი მასალის ეფექტურობის დასადგენად არ არის სასურველი, რადგანაც მისი კონსტრუქცია პრინციპიალურად არ იძლევა საშუალებას დავადგინოთ ფირფიტის ეკრანირების ხარისხი თუ ფირფიტის მასალა არის გამტარი. შემოთავაზებულია ეკრანირების ეფექტურობის განსაზღვრა ანალიზური მეთოდებით მას შემდეგ, რაც დადგენილია მასალის გამტარებლობა და დიელექტრიკული და მაგნიტური შეღწევადობები. ნაშრომი შედგება შესავლისა და 3 თავისაგან: • პირველ თავში მიმოხილულია ეკრანირების თეორია, აღწერილია ეკრანირების ეფექტურობის გაზომვის რამდენიმე სტანდარტი. • მეორე თავში აღწერილია კოაქსიალური სენსორის მოდელირება და შემდეგ შედეგების შედარება გაზომვებთან • მსამე თავში აღწერილია ეკრანირების ეფექტურობის გამოთვლის ანალიტიკური მეთოდები და შედარებულია ერთმანეთთან.