ავტორიზაცია
ციფრული ხელმოწერის ორიგინალური ალგორითმი და მისი განხოციელება
ავტორი: მარიამ არჩვაძესაკვანძო სიტყვები: ციფრული, ხელმოწერა, ალგორითმები, კრიფტოგრაფია, დაშიფვრა, გაშიფვრა, აუდენტიფიკაცია
ანოტაცია:
ნაშრომი ”ციფრული ხელმოწერის ორიგინალური ალგორითმი და მისი განხორციელება” წარმოადგენს ალტერნატიული ციფრული ხელმოწერის ალგორთმის აგების მცდელობას. ნაშრომში განხილული ციფრული ხელმოწერის თემატიკა დაკავშირებულია მაგისტრანტის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებულ კვლევებთან, წარმოადგენს ციფრული ხელმოწერის ალგორითმების შემდგომ შესწავლას, კვლევებს და მიღებული შედეგების პროტოკოლურ და პროგრამულ განხორციელებას. გამოკვლეული და მიღებულია ციფრული ხელმოწერის ალგორითმების ალტერნატიული ალგორითმი. როგორც სხვა ცნობილი სქემები, მოცემული ალგორითმიც წარმოადგენს ელგამალის ალგორითმის, როგორც პროტოტიპის, გარკვეულ მოდიფიკაციას. მთავარი არსი მდგომარეობს მასში რომ, ზოგიერთი პარამეტრის გარკვეულ ფუნქციონალური თვისების გამოყენებით, მიიღება საჭირო სტრუქტურული ალტერნატივა. როგორც სხვა ცნობილ და აღიარებულ შემთხვევებში-პროტოტიპში ერთი ელემენტის ცვლილებით მიიღება განსხვავებული სტრუქტურა, ჩვენს შემთხვევაშიც, პარამეტრის გარკვეული ფუნქციური თვისების გამოყენებით მიიღება ახალი სტრუქტურა, კერძოდ გამარტივებული და უფრო სწრაფქმედი. მიღებული ალტერნატიული ალგორითმის თვისობრივი უპირატესობა არის სიმარტივე და სწრაფქმედება. ამიტომ ის განკუთვნილია იმ მომხმარებლებისათვის, რომლისთვისაც მთავარი აქცენტი კეთდება სისწრაფეზე და არა გადაცემული ინფორმაციის რაოდენობაზე.
მიმაგრებული ფაილები:
ციფრული ხელმოწერის ორიგინალური ალგორითმი და მისი განხორციელება [ka]